გადაწყვეტილია - „აგარის შაქრის“ ქარხანა მუშაობას განაახლებს

© photo: Sputnikშაქარი სურსათს მაღაზიის დახლებზე
შაქარი სურსათს მაღაზიის დახლებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოემბრის დასაწყისში ყველა დათხოვნილ ადამიანს სამუშაო ადგილებზე დააბრუნებენ და წარმოების დასაწყებად მოამზადებენ

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობასა და კომპანია „აგარის შაქრის“ დამფუძნებლებს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე ქარხანა 1 ივნისიდან ამუშავდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქარხანამ, რომელშიც 480-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, მუშაობა 2017 წლის 1 ნოემბერს შეწყვიტა. ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა მარტის დასაწყისში საპროტესტო აქციები დაიწყეს და განაცხადეს, რომ დაბაში არსებული ერთადერთი სამსახური დაკარგეს. მომიტინგეებმა აგარიდან თბილისამდე 110-კილომეტრიანი მანძილი ფეხით გამოიარეს, თბილისში მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის შენობის წინ აქცია გამართეს. მათ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ბიზნეს-ომბუდსმენი შეხვდნენ.

გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
ძველი გამოცანა ახალი უცნობით... ანუ რამდენი უმუშევარია საქართველოში

„ყველა ის ადამიანი, ვინც აგარის შაქრის ქარხნის კონსერვაციამდე ქარხანაში მუშაობდა, დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. აგარის შაქრის ქარხანაში მაისში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ პირველი ივნისიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდეს”, – აღნიშნულია კომპანიის და ბიზნეს-ომბუდსმენის ერთობლივ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარხანა კონსერვაციაზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო გადავიდა. ხოლო დათხოვნის პროცედურა შრომის კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით ჩატარდა. 

საქართველოს მოსახლეობას ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ >>

კომპანია „აზერსუნი“, რომელსაც „აგარის შაქარი“ ეკუთვნის, ქარხნის დახურვის მიზეზად ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანობას ასახელებდა. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რეალურად, კომპანია სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული და ქართული შაქრის წარმოების ნაცვლად, უცხოეთიდან დაბალხარისხიანი შაქრის შემოტანა და გაყიდვა ურჩევნია.


ყველა ახალი ამბავი
0