საქართველოს მოსახლეობას ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

© Sputnik / STRINGERიყიდე ქართული
იყიდე ქართული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს პროდუქციის გაცნობა და ასევე მისი შეძენა შეუძლიათ

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისში სასურსათო გამოფენა „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ გაიხსნა.

ორი დღის განმავლობაში ყველა მსურველს შეუძლია იმ ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტების დაგემოვნება, რომლებმაც საქმიანობა წელს დაიწყეს და მომავალ, 2018 წელს განვითარებას არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც გეგმავენ.

ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE, რომლის მთავარი მისია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ექსპორტის გაზრდაა — პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით. მოძრაობის წევრების აზრით, ეს ხელს შეუწყობს წარმატებას უცხოეთის ბაზრებზეც.

© Sputnik / STRINGERიყიდე ქართული
Покупай Грузинское - Sputnik საქართველო
იყიდე ქართული

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია.

ფესტივალზე წარმოდგენილია 20 ახალგაზრდა ქართული ბრენდი. ზოგი უკვე აქტიურად იყიდება, ზოგის პროდუქცია უკვე უცხოეთშიც იყიდება, ზოგი ქართულ ბიზნესში პირველ პატარა ნაბიჯებს დგამს. 

იყიდე ქართული!

მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებლის, ტარიელ ზივზივაძის თქმით, მთავარი იდეა არის ადამიანების აგიტაცია, რათა მათ ადგილობრივი პროდუქცია შეიძინონ.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ საწარმოებში - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი სტიმულს აძლევს ქართული პროდუქციის გაყიდვას

„თუ ჩვენ არ შევიძენთ ქართულს, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის რა პრეტენზიები შეიძლება გვქონდეს? სხვამ რატომ უნდა იყიდოს ქართული პროდუქცია, თუ ჩვენ თავად არ გვსურს მისი შეძენა?“ — აცხადებს ზივზივაძე.

მისი თქმით, ქართული წარმოების მხარდაჭერა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.

სუბლიმირებული ჩიპსები

ქართული ბაზრის „ნოუ-ჰაუ“ – სუბლიმაციის გზით წარმოებული ხილის ჩიპსი. აქ არის ფართო ასორტიმენტი — ჩიპსები მარწყვის, ჟოლოს, გარგრის, ატმის, ალუჩის, ქლიავის, მანდარინის, ნესვის, ფორთოხლისგან და ა.შ. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ხილის ჩიპსი არ შეიცავს დანამატებს, კონსერვანტებს, შაქარს და ჩვეულებრივი ჩიპსების სასარგებლო და გემრიელი ალტერნატივაა.

თხილი და ჩირი - Sputnik საქართველო
ქართული „ჩიპსები“ მსოფლიო ბაზარზე გავიდა

ბაზრობაზე ასევე სუბლიმირებული კარტოფილის ჩიპსია წარმოდგენილი — აღნიშნული პროდუქციის სტენდი აქ ყველაზე პოპულარულია. აღნიშნული წარმოების ქარხნის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო მათი პროდუქცია — ორი სახის სიმინდის ჩხირები და 6 სხვადასხვა გემოს სუბლიმირებული ჩიპსი.

„ექსპორტზე გასვლა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვიცდია. გვინდა ბოლომდე ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი“, — განაცხადა მან.

დირექტორის მოადგილემ აღიარა, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქართველებმა მხარი დაუჭირონ ადგილობრივ პროდუქციას და პრინციპულად მხოლოდ ქართული საქონელი შეიძინონ.

„მე რომ ვიყო ქვეყნის სათავეში, ქვეყნაში იმპორტს არ დავუშვებდი, იქიდან გამომდინარე, წარმოების რა შესაძლებლობები გააჩნია საქართველოს“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

© Sputnik / STRINGERიყიდე ქართული
Покупай Грузинское - Sputnik საქართველო
იყიდე ქართული

მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. 

ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

ბოლო დროს აქტიურად მუსირებს თვალსაზრისი, რომ ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოები ჯანმრთელობისთვის საშიშია. სწორედ ამან შთააგონა სტრატაპის მონაწილეებს შექმნან ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები. ეს სათამაშოები კეთდება ხისგან. ბავშვმა რომ არაფერი იტკინოს, მათ მრგვალი ფორმა აქვთ. იფარება ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.  

მწარნმოებლების თქმით, ქართულ ბაზარზე 10 სათამაშოდან 9 მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ეს პროდუქცია მოგვაგონებს 20-30 წლის წინანდელ სათამაშოებს — ხის ცხენები, სკამები, მანქანები და სათამაშო ჭურჭელი.


ყველა ახალი ამბავი
0