პრეზიდენტი სტიმულს აძლევს ქართული პროდუქციის გაყიდვას

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი ქართულ საწარმოებში
გიორგი მარგველაშვილი ქართულ საწარმოებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის „იყიდე ქართული" ინიციატორები არიან მოძრაობა KAR.GE და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. კომპანიის „მოითხოვე ქართული" ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მილიონ ლარზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია იქნა რეალიზებული, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პროგრამა „მოითხოვე ქართული" 25 აპრილს ამოქმედდა. ის მიმართულია ქართული პროდუქციის პოპულარიზებაზე. ამ მიზნით ფულით პრეზიდენტის ფონდიდან დამზადდა 20 ათასი სპეციალური დაგროვებითი ბარათი.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
„მოითხოვე ქართული" - საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანია

ამ ბარათების წყალობით, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში პროდუქციის შეძენისას მომხმარებლებს, ქართული პროდუქციის შეძენისთვის, შეუძლიათ ბონუს-ქულების მიღება, ხოლო ყველაზე მეტი ქულის მფლობელი პრეზიდენტისგან სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს.

პროგრამის დაწყებიდან მხოლოდ პირველ თვეს დაახლოებით 135 ათასი ლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გაიყიდა.

გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერის აქციას შეუერთდნენ. აქციის „იყიდე ქართული" ფარგლებში პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ქართული წარმოების კვების პროდუქტები ავლაბრის პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს ბაზარსა და სასურსათო მაღაზიაში შეიძინეს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც შეიძინეს ქუთაისის ფაბრიკაში დამზადებული ტანსაცმელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0