ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები წინასწარი დაკავების საკნის გისოსებზე
ხელბორკილები წინასწარი დაკავების საკნის გისოსებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა დაკავებული პირი მხილებულია ფულის გამოძალვაში და მუქარაში

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისსა და კახეთში სპეცოპერაციისას ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

საფრანგეთში ოთხი „ქართველი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს >>

ბრალდებულები — 27 წლის დიმიტრი ჭრელაშვილი, 25 წლის კახა ბეჟიტაშვილი და 45 წლის გივი ბეგიაშვილი წარსულში ნასამართლევი პირები არიან. ისინი ერთი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ცვლილებები „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ დამტკიცებულია

საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაკავებულებს აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ – მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ  პაპიაშვილთან და გიორგი ხატიშვილთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ქურდული გარჩევა მათ საქართველოს მოქალაქეს მოუწყვეს, რომლის ვინაობა არ სახელდება. ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით, ბოროტმოქმედებმა მას 60 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის 223 პრიმა მუხლით – „ქურდული სამყაროს“ წევრობა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0