საფრანგეთში ოთხი „ქართველი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს

გამოწერა
სპეცოპერაცია Caucase Normandie საქართველოს, საფრანგეთისა და საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებმა 16–17 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩაატარეს

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს, საბერძნეთისა  და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი ქართველი „კანონიერი ქურდი“ და კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე  შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

სპეცოპერაცია Caucase Normandie  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ჟანდარმერიისა  და საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 16–17 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩაატარეს. 

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
საფრანგეთში ცნობილი ქართველი რეპერი კაბუ დააკავეს

საბერძნეთის ქალაქ  სალონიკში დაკავებულია ქართველი „კანონიერი ქურდი“  ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; ათენში დაკავებულია ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და  მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“. საფრანგეთის ქალაქ მონტობანში  –„კანონიერი ქურდი“ ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. 

სამი ქვეყნის  სამართალდამცველების ორწლიანი,  საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი „კანონიერი ქურდების“ გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

დაკავებულები ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.

საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. „მაყურებლები“: ლევან გოჩიაშვილი, ელგუჯა შუკაკიძე, დავით ხოდელი, პაატა ახალაძე, რომელსაც ე.წ. „ქურდული ობშიაკი“ ებარა. ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებული არიან მათი მეუღლეები — ნანა მათიაშვილი და ნინო იოსელიანი, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. 

უკრაინის პოლიციის თანამშრომელი კიევში - Sputnik საქართველო
ოდესაში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

საფრანგეთში დაკავებულთა შორის ასევე არიან: კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, გოჩა ფოცხიშვილი, ბექა ახვლედიანი, ვახტანგ ახვლედიანი,  ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, არსენ ხაჩატრიანი, ზურაბ აჯამოვი, კარენ არუთიუნიანი, მიხეილ ოჩიგავა, ალექსი სანაძე და ელმირა მუსტაფაიევა,  რუბენ მხითარიანი, გიორგი წიკლაური, გურგენ იეგიზარიანი, დავით ნათობიძე, გიორგი ჟლანტიაშვილი, ლადო დოლიძე, თორნიკე პაპავა, გიორგი კერესელიძე, ზაზა გელაშვილი, ბიძინა ფარეშიშვილი, ლევან წულაია, ვახტანგ ანდრიაძე, მიხეილ ბეჟუაშვილი, გიორგი ფოლადიშვილი, გიორგი დამოცევი, ირაკლი გაბელაია, ოთარ ბეჟუაშვილი, თეიმურაზ სეთური, გივი იმნაიშვილი და ვეფხვია პირმისაშვილი.

გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ იქნა კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთმტკიცებები. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს საბერძნეთის და საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამისი მუხლებით.


ყველა ახალი ამბავი
0