„პრინცებმა“ და „პრინცესებმა“ ბათუმის ბულვარი გაამწვანეს

© Photo: Courtesy of Ekaterina Mgaloblishviliმეორე საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი „მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა“
მეორე საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი „მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში საუკეთესო „პრინცებსა“ და „პრინცესებს“ აჭარის სილამაზე აჩვენეს

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 25 ქვეყნიდან 4-დან 16 წლამდე ასაკის „პრინცებმა“ და „პრინცესებმა“ მოინახულეს ბათუმი, სადაც მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში და სამშობლოდან ჩამოტანილი მცენარეები დარგეს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სამოდელო კონკურსების გამარჯვებულმა ბავშვებმა საქართველოს ესტუმრნენ მეორე საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის „მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა“ ფარგლებში.

გლამურული თბილისი – Tbilisi Fashion week–ი გახსნილია >>

ღონისძიებამ 35 ქვეყნიდან სტუმრები შეკრიბა — აშშ-დან, ინდოეთიდან, პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ტაილანდიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ჩამოტანილი მცენარეები „პრინცებმა“ და „პრინცესებმა“ ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის ბულვარში, მეგობრობის კუთხეში დარგეს. მშობლების ზრუნვა მოკლებულ ბავშვებს კი სხვადასხვა საჩუქრები დაურიგეს. 

მისტერ ვალენტინი 2018 - Sputnik საქართველო
თბილისში ყველაზე მომხიბვლელი „მისტერ ვალენტინი 2018“ აირჩიეს

ფესტივალის მონაწილეებს შეხვდნენ ბათუმის და ქედის რაიონის პირველი პირები, რომლებმაც მათთვის აჭარაში ექსკურსიები მოაწყვეს.

„ძალიან ლამაზი მიღება იყო, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ქედის რაიონში მათ მახუნცეთის ჩანჩქერი ნახეს. ჩვენ ასევე დაგვხვდა ადგილობრივი ხალხური ანსამბლი“, — გვიამბო მგალობლიშვილმა.

მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში გაიმართა, სადაც 25-ვე მონაწილეს ოქროს და ვერცხლის გვირგვინები, სამახსოვრო პრიზები, ლენტები და დიპლომები გადაეცა.

მინდა ჩემი ქვეყანა ვასახელო – კესარია ტრანსგენდერების მსოფლიო კონკურსზე მიემგზავრება >>

„არცერთი მონაწილე არ დარჩა საჩუქრის გარეშე. ამ ასაკობრივ კატეგორიებში სილამაზის კონკურსებს არ ვატარებთ. მხოლოდ ფესტივალებსა და ფორუმებს, ეს პრინციპულია. ყველა უნდა დარჩეს კმაყოფილი. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ნომინაცია იყო — ევრაზიის პრინცესა, აზიის პრინცესა, ევროპის პრინცესა და ა.შ.“, — ხაზგასმით აღნიშნა მგალობლიშვილმა.

რაც შეეხება ქართველ მონაწილეებს, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გრან-პრი დაიმსახურა ანა ქარდავამ, „საუკეთესო ტალანტის“ წოდება მიენიჭა ლიკა ტერტერაშვილს, „ევრაზიის პრინცესა“ გახდა მარიამ სიხარულიძე, ხოლო „ფეშენ-პრინცესა“ — ვიკა შათირიშვილი.

ფესტივალის ორგანიზატორებია ქართული სამოდელო სააგენტო „კატრინი“, რომელიც მგალობლიშვილმა დააარსა, და რეგიონული საბავშვო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თათრეთის პატარა პრინცესები“.

ამჟამად მგალობლიშვილი ემზადება სილამაზის მასშტაბური კონკურსისათვის, რომელიც ამჯერად კახეთში გაიმართება.

„გადავწყვიტე მომდევნო ღონისძიება ჩავატარო კახეთში, რათა მცხეთის, ბათუმის, თბილისის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ამ ლამაზი რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე მოვახდინო. უკვე მეოთხე წელია ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოში იმართება მსოფლიო დონის პროექტები, და თითოეული ქვეყანა წერს ჩვენზე, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებზე. სწორედ ეს მახარებს“, — დასასრულს აღნიშნა მგალობლიშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0