თბილისში ყველაზე მომხიბვლელი „მისტერ ვალენტინი 2018“ აირჩიეს

© Sputnik / Denis Aslanovმისტერ ვალენტინი 2018
მისტერ ვალენტინი 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში „მისტერ ვალენტინს“ 2009 წლიდან ირჩევენ.

ბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისში მეათე, საიუბილეო მამაკაცთა სილამაზის კონკურსის „მისტერ ვალენტინი 2018"-ის გამარჯვებული გამოვლინდა, კონკურსში 17–25 წლის მამაკაცები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებული გახდა 24 წლის გიგა ყორღანაშვილი სიღნაღიდან. ზუსტად მან შეძლო ჟიურის წევრებისა და ქალთა აუდიტორიის მოხიბლვა, ასევე მთავარი პრიზის — ეგვიპტეში მოგზაურობის მოგება.

© Sputnik / Denis Aslanovგიგა ყორღანაშვილი
Победитель конкурса красоты Мистер Валентин 2018 Гига Корганашвили - Sputnik საქართველო
გიგა ყორღანაშვილი

როგორც გიგა ყორღანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კონკურში გამარჯვებას არ ელოდა, თუმცა შედეგით კმაყოფილი და ბედნიერია. 

„ვიცე–მისტერ ვალენტინი 2018“ ლევან შენგელია გახდა. 

თბილისში საიუბილეო მეათე მამაკაცთა სილამაზის კონკურსი მისტერ ვალენტინი 2018 გაიმართა - Sputnik საქართველო
საქართველომ ვალენტინი აირჩია: როგორ ჩატარდა სილამაზის კონკურსის ფინალი

კონკურსის ფინალი Garden Hall-ის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. კონკურსის ფავორიტებმა სხვადასხვა ნომინაციაში კონკურსის სპონსორებისგან პრიზები მიიღეს. „მისტერ ვალენტინის“ ტიტულისთვის 16 კონკურსანტი იბრძოდა.

„მისტერ ვალენტინი" თბილისში პირველად 2009 წელს ჩატარდა. იდეის ავტორია ცნობილი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე. მისი თქმით, ეს კონკურსი ქართველი მამაკაცებისთვის აუცილებელი იყო, რათა მათ, ბოლოს და ბოლოს, შეძლონ თავიანთი კომპლექსებისგან გათავისუფლება.

2017 წელს „მისტერ ვალენტინის" გამარჯვებული თსუ-ის სტუდენტი, 24 წლის თორნიკე ძავაშვილი გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0