მინდა ჩემი ქვეყანა ვასახელო – კესარია ტრანსგენდერების მსოფლიო კონკურსზე მიემგზავრება

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოდელი კესარია აბრამიძე მიიწვიეს მსოფლიო სილამაზის კონკურსზე Miss trans star intenational. ამის შესახებ მოდელმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. „Sputnik–საქართველო“ კესარიას დაუკავშირდა და დეტალების გარკვევა სცადა.

კონკურსი Miss trans star intenational პირველად 2010 წელს ჩატარდა. კონკურსი ყოველწლიურად ესპანეთში, ბარსელონაში იმართება. გასულ წელს Miss trans 2017-ის გამარჯვებული ტაილანდელი კონკურსანტი გახდა.

© Photo: Courtesy of Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძე

— კონკურსის ორგანიზატორები თავად დამიკავშირდნენ. ჯერ ფეისბუქზე მომწერეს, შემდეგ ჩემ პროდიუსერს დაუკავშირდნენ. შევავსე ანკეტა, მივუთითე ჩემი პარამეტრები, გადავიღე და გავგზავნე ვიდეორგოლი, სადაც უნდა ვყოფილიყავი უმაკიაჟოდ. ამ ეტაპის გავლა არც ისე მარტივი იყო. გუშინ მისალოცი წერილი მომივიდა – კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი ვარ. საქართველოს სახელით მის მსოფლიოზე მივიღებ მონაწილეობას.

© FB / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძე

– როდის ჩატარდება კონკურსი?

— კონკურსი 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარდება ბარსელონაში. როგორც ვიცი, იქნება ფულადი ჯილდო 30 000 ევრო.

© Photo: courtesy of Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძე

– რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილოებას?

— როგორც ვიცი, კონკურენცია საკმაოდ დიდია და საკმაოდ ლამაზი კონკურენტებიც მეყოლება. იქ უპირატესობა ენიჭება ბუნებრიობას. ვისაც ამ კონკურსში მიუღია მონაწილოება, უმეტესობას ძალიან ბევრი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. კონკურსანტი არ არის, ცხვირის, ყბების, თვალების ოპერაცია რომ არ ჰქონდეს გაკეთებული. მე სახეზე არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული, მთელ საქართველოს კი ჰგონია, რომ ყველაფერი გაკეთებული მაქვს… თუმცა იქ ქირურგები იქნებიან და ამას შეამოწმებენ.

© FB / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძე

– აქამდე გიცდიათ სილამაზის კონკურსში  მონაწილეობა?

— მიუხედავად იმისა, რომ ჟიურიში ხშირად მიწვევენ, არასოდეს არ მქონია ამხელა ამბიცია, რომ კონკურსში თავად მიმეღო მონაწილეობა. მე მაკმაყოფილებს ჩემი ვიზუალი და არასოდეს მიფიქრია, რომ ეს უნდა მეჩვენებინა მსოფლიოსთვის. ამ კუთხით ძალიან დაბალი თვითშეფასება მაქვს.

© FB / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძე

– წინა წლებში თუ ადევნებდით თვალს ამ კონკურსს?

— კი, ყოველ წელს ვუყურებდი და ყველა გამარჯვებული ვიცი. ულამაზესი იყო წინა წლის გამარჯვებული.

© FB / MISS TRANS STAR International Pageantტრანსგენდერთა კონკურსის 2017 წლის გამარჯვებული
ტრანსგენდერთა კონკურსის 2017 წლის გამარჯვებული - Sputnik საქართველო
ტრანსგენდერთა კონკურსის 2017 წლის გამარჯვებული

– როდის იწყებთ კონკურსისთვის მზადებას და ვინ დაგეხმარებათ ამ პროცესში?

— უკვე ველოდები, ამ დეტალებზე თავად დამიკავშირდებიან ორგანიზატორები. გარკვეული პერიოდი მომიწევს ბარსელონაში ყოფნა. ვივლით სხვადასხვა ქალაქებში, მივიღებთ მონაწილოებას სხვადასხვა აქტივობებში და ა.შ.

© FB / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძე

– თქვენი შეყვარებული როგორ შეხვდა ამ ამბავს? ალბათ გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე მოგიწევთ ყოფნა…

— ჩემი შეყვარებული წინააღმდეგია, თუმცა იმედი მაქვს, შევთანხმდებით. მას არ უყვარს ასეთი აქტივობები, თან ცოტა მესაკუთრეა. მეუბნება, რომ მისთვის მის მსოფლიოც ვარ და მის სამყაროც, ამიტომ არ უნდა კონკურსზე ჩემი გაშვება. მე მინდა ვცადო ბედი, იქნებ ვასახელო ჩემი ქვეყანა.

© Photo: Courtesy of Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძე

– რას ელით კონკურსისგან?

— ვფიქრობ, რომ შანსები მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დამიკავშირდებოდნენ. ეს არ იყო ჩემი ახირება, ამაზე არც ვიფიქრებდი, რომ არა მათი ინიციატივა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0