საქართველოს მოქალაქეობა სომხურზე მეტად ფასობს

© photo: Sputnik / Stringerქართული ბიომეტრიული პასპორტი
ქართული ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მსოფლიოს მოქალაქეობების ინდექსის" მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მაღალ კატეგორიას განეკუთვნება

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. 167 ქვეყანას შორის საქართველომ 84-ე ადგილი დაიკავა კომპანია Henley & Partners-ის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის პასპორტების ყოველწლიურ ინდექსში, რომელიც გადაადგილების თავისუფლებისა და სტაბილურობის დონის მიხედვით შედგენილ საერთაშორისო რეიტინგს წარმოადგენს.

ამგვარად, საქართველოს მოქალაქეობა მაღალ კატეგორიას განეკუთვნება.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მას ერთი პოზიციით გაუსწრო თურქეთმა, რუსეთი კი 63 ადგილს იკავებს. საშუალო კატეგორიაში მოხვდა სომხეთი (103-ე ადგილი) და აზერბაიჯანი (110-ე ადგილი).

საქართველოში გვარის შეცვლა კანონით მკაცრდება >>

კვლევის თანახმად, ქართულ მოქალაქეობაზე მოთხოვნა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 6,1%-ით გაიზარდა, 2013 წელთან შედარებით — 8,4%-ით. 

ყველაზე ღირებულად მიიჩნევა საფრანგეთის მოქალაქეობა. ლიდერთა სამეულში ასევე გერმანია და ისლანდია შედის.

ცხრილის ბოლო რიგებში მოხვდა ერაყი (165 ადგილი), ავღანეთი (166) და სომალი (167).

საქართველოს ბიომეტრიული საერთაშორისო პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ წელიწადში 8 000-ზე მეტმა ადამიანმა გვარი შეიცვალა

ქვეყნის „მსოფლიოს მოქალაქეობების ინდექსი" გამოითვლება საშინაო (40%) და საგარეო (60%) ფაქტორების გათვალისწინებით. საშინაო ფაქტორებს განეკუთვნება საზოგადოებრივი წესრიგი და სტაბილურობა (10%), ეკონომიკის მასშტაბი (15%) და ადამიანური პოტენციალის განვითარება (15%), საგარეო ფაქტორებია — დროებითი უვიზო სტუმრობის შესაძლებლობების წონა (15%), დროებითი უვიზო ვიზიტებისთვის ხელმისაწვდომი ქვეყნების რაოდენობა (15%), უვიზო ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობათა წონა (15%) და უვიზო ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობათა მრავალფეროვნება (15%).

კომპანია Henley & Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

ყველა ახალი ამბავი
0