„ნუ გვაბოლებ“ , „ SOS იპოდრომი“: რას ითხოვენ თბილისის მერიისგან

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეების განცხადებით, ესტაკადის მშენებლობით საფრთხე შეექმნება მწვანე საფარს და დაზიანდება რეკრეაციული ზონა

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik.  სამოქალაქო საზოგადოებამ  თბილისის მერიასთან აქცია გამართა და ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საავტომობილო ესტაკადის მშენებლობა გააპროტესტა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
როგორ დარეგულირდება საცობები: რაზე შეთანხმდნენ თბილისის მერი და შს მინისტრი

საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რაც საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილს საცობებისგან განტვირთავს, ასევე შემცირდება ტრანსპორტის გადაადგილების დრო.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მშენებარე ესტაკადის პროექტიც არ არსებობს და  ამ ნაბიჯის მიღმა არცერთი დასაბუთებული კვლევა არ დგას. მათი განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემა შეექმნება მწვანე საფარს, გაიჩეხება ასობით ხე,   რეკრეაციული ზონა დაზიანდება, საცობების განმუხტვა კი ვერ მოხერხდება.

 „იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, კახა კალაძის განცხადება, რომ იგი არ მოერიდება არათუ ხეების გადარგვას, არამედ მოჭრასაც კი, მიგვანიშნებს ძირეულად არასწორი პოლიტიკის გატარებაზე”, – ნათქვამია აქციის მონაწილეების  განცხადებაში.

ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებს პეტიციაც აქვთ შემუშავებული, რომელიც მარტში მერიაში შეიტანეს. პეტიციას 2200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, შემდეგი აქცია 28 აპრილს, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება. 

საცობები გზაზე პიკის საათში - Sputnik საქართველო
თბილისის ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

რამდენიმე დღის წინ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე მიმდინარე სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ქალაქში განიტვირთება საავტომობილო მოძრაობა, ხოლო ტერიტორიაზე თბილისის მერია ხეებს თავიდან დარგავს, რათა რეკრეაციული ზონა შენარჩუნდეს. 

პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი  ლარი ეღირება, ხოლო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

თბილისის ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადის ასაშენებლად ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა. 

საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ პროექტის რეალიზების შედეგად ესტაკადაზე შესაძლებელი გახდება  მოძრაობა ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე შეუფერხებელი გახდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიამრთულებით (საბურთალოს ახალი გზა).

დოკუმენტაცის მიხედვით, არსებული სატრანსპორტო კვანძი ვერ უზრუნველყოფს სატრანსპორტო ნაკადების გატარებას, ხშირია საცობები, ავარიები და პიკის საათში მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია.

პროექტის რეალიზება 2016 წელს იგეგმებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ტერიტორიის ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მშენებლობა გადაიდო.


ყველა ახალი ამბავი
0