საქართველოში მწერლები მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ჩამოვლენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმწერალი მიშელ უელბეკი
მწერალი მიშელ უელბეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი ავტორები თბილისელ მკითხველებს შეხვდებიან

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ და ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი საქართველოში მწერლებთან შესახვედრად ჩამოვლენ.

ეს საჩუქარი მკითხველებს „ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ მოუმზადა.

ერლენდ ლუ საქართველოში 28 მაისს ჩამოვა. მკითხველებთან შეხვედრა შედგება წიგნის მაღაზიაში „სანტა ესპერანსა“, ხოლო მეორე შეხვედრა, რომელსაც ნორვეგიელი მწერალი ქართველ კოლეგა არჩილ ქიქოძესთან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ დირექტორ მედეა მეტრეველთან ერთად გამართავს, 31 მაისს შედგება.

საქართველოს სტენდები The London Book Fair 2018-ზე - Sputnik საქართველო
სპეციალური წინადადება: საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

რაც შეეხება მიშელ უელბეკს, ის 23 ივნისს თავის გამომცემელთან ერთად ჩამოვა. უელბეკი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ორ შეხვედრას გამართავს. პირველ შეხვედრას მწერალი პირადად ჩაატარებს, მეორე შეხვედრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გამოწვევებს და მის მნიშვნელობას მიეძღვნება და ასევე ქიქოძესთან, ბოსთან და მეტრეველთან ერთობლივად გაიმართება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამა საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა >>

ერლენდ ლუს წიგნების გამოცემას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ახორციელებს. საქართველოში ავტორის ორი წიგნი გამოიცა — „დოპლერი“ და „ნაივური. სუპერი". ქართულ ენაზე ნაწარმოები ნორვეგიულიდან თამარ კვიჟინაძემ თარგმნა.

ცნობილი მწერლების ვიზიტი საქართველოში ორგანიზებულია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მხარდაჭერით, რომლის საპატიო სტუმარი წელს საქართველოა.

მიშელ უელბეკი — ფრანგი მწერალი და პოეტია. „ნოემბრის“ პრემიის ლაურეატია რომანისთვის „ელემენტარული ნაწილაკები“ და გონკურის პრემიის ლაურეატია რომანისთვის „რუკა და ტერიტორია“.

როგორ წარდგება საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე >>

ერლენდ ლუ — ნორვეგიელი მწერალი და სცენარისტია, ავტორი წიგნების „დოპლერი“, „ნაივური. სუპერი", „მულეი“, „მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა“, „ფვონკი“. მფლობელია ნორვეგიის წიგნით მოვაჭრეთა ასოციაციის პრემიის, ნორვეგიელ კრიტიკოსთა ასოციაციის პრემიის, ნორვეგიის კულტურის სამინისტროს პრემიის „საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურისთვის“.


ყველა ახალი ამბავი
0