სპეციალური წინადადება: საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

© FB / GPBAსაქართველოს სტენდები The London Book Fair 2018-ზე
საქართველოს სტენდები The London Book Fair 2018-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ სტენდზე 170-მდე წიგნია წარმოდგენილი

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. წიგნის 47-ე ბაზრობაზე The London Book Fair 2018 საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას განახლებული სტენდი წარუდგინა, რომლის ძირითად თემას ქართული ანბანი წარმოადგენს.

სამი დღის განმავლობაში The London Book Fair 2018-ის ორგანიზატორები 200-მდე სემინარსა და ლექციას ჩაატარებენ. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე 23 ათასამდე მონაწილე იკრიბება. მათ შორის არიან დიდი გამომცემლობების წარმომადგენლები, მწერლები, მენეჯერები, დიზაინერები, ბიბლიოთეკარები და წიგნის მაღაზიების მეპატრონეები.

რუსეთის სახალხო არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
რომელი წიგნი გადაიკითხა ბევრჯერ ნიკოლოზ ცისკარიძემ

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო უკვე მეექვსედ არის წარმოდგენილი. ბაზრობაზე მონაწილეობა ხელს უწყობს ინგლისურენოვან ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლობების პოპულარიზაციას. საქართველოს ეროვნულ სტენდზე წელს წარმოდგენილია 170-მდე წიგნი, ასევე სპეციალური კატალოგები, რომლებიც „საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ მოამზადა.

გამოფენაზე „საქართველოს გამომცემელთა და წიგნების გამავრცელებელთა ასოციაციის“ მონაწილეობა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრ Georgian National Book-ის მხარდაჭერით განხორციელდა.


ყველა ახალი ამბავი
0