ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას მხარს უჭერს

© photo : OSCE/Mikhail EvstafievФлаги с логотипом ОБСЕ в Вене
Флаги с логотипом ОБСЕ в Вене - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა  ეუთოს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს შეხვდა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავსტრიის დედაქალაქს სამუშაო ვიზიტით 11 აპრილს ეწვია.  

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. 

ეუთოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
საქართველოს რვა მეგობარი ეუთოში: მხარდაჭერა და მადლიერება

საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

2009 წლიდან შვეიცარია ქვეყნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს. თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია ფუნქციონირებს. საქართველოს ინტერესთა სექცია კი მოსკოვში არის გახსნილი.

„ეუთოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ეუთო გააგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ ჩართულობას“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  დავით დონდუამ  თომას გრემინგერს  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ და დაგმო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. 

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
ევროკავშირში კვირიკაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირეს

„დავით დონდუამ ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ეუთოს ფარგლებში აქტიურად განხილვის საჭიროებას. აქცენტი გააკეთა საერთაშორისო დღის წესრიგში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების, მათ შორის, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის გააქტიურების აუცილებლობაზე“,- ნათქვამია განცხადებაში. 

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვენას სამუშაო ვიზიტით 11-12 აპრილს ეწვია. 

ეუთო (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია)  1995 წლიდაან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს  ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობას, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისათვის საჭირო პირობების შექმნას საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისათვის ზრუნვას და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0