საქართველოს რვა მეგობარი ეუთოში: მხარდაჭერა და მადლიერება

© photo: Sputnik / Taras Lariokhin / გადასვლა მედიაბანკშიეუთოს შტაბ-ბინა
ეუთოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთო აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში მიაღწია.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვენაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საქართველოს მეგობართა ჯგუფს შეხვდა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეხვედრა გაიმართა ეუთოს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში, რომელიც ვენაში მიმდინარეობს. ყოველწლიურ შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი 57 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთოს სივრცეში არსებულ პრობლემებსა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

© MFA of Georgiaმიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთოს საქართველოს მეგობართა ჯგუფთან
Встреча министра иностранных дел Грузии Михаила Джанелидзе с группой друзей Грузии в ОБСЕ - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთოს საქართველოს მეგობართა ჯგუფთან

ეუთოს საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, რუმინეთი და პოლონეთი. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

გიგი წერეთელი - Sputnik საქართველო
პირველი საქართველოდან: გიგი წერეთელი ეუთოს პრეზიდენტი გახდა

ეუთოს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში წელს საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღება იგეგმება.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ფარგლებში მოიძებნა ფორმატი, სადაც შესაძლებელია საქართველოს შესახებ დოკუმენტის მიღება.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს მეგობართა ჯგუფი თავის განცხადებაში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებით.

მიხეილ ჯანელიძე ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა.

ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთოს ახალი გენერალური მდივნის პირველი შეხვედრაა ორმხრივ ფორმატში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს საკითხის აქტუალურობა ორგანიზაციის დღის წესრიგში, ამ კონტექსტში — ეუთოს როლის მნიშვნელობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ორგანიზაციის აქტიური მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

© MFA of Georgiaმიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან
Министр иностранных дел Грузии Михаил Джанелидзе и генсек ОБСЕ Томас Гремингер - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან

ჯანელიძემ გრემინგერს გააცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება და ყურადღება ბოლო მოვლენებზე გაამახვილა. ჯანელიძემ ეუთოს გენერალურ მდივანს ასევე წარუდგინა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მშვიდობიანი პოლიტიკის შესახებ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის კონსოლიდაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0