რომელი ნორმები ირღვევა ყველაზე ხშირად შრომის უსაფრთხოების მხრივ

© FB / Alexandr Svatikovმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამეტმა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამო 2017 წელს 2719 რეკომენდაცია გასცა

თბილისი, 12  აპრილი — Sputnik. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წელს  279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

დეპარტამენტმა 2017 წელს 160 კომპანიის 279 ობიექტი შეამოწმა, ხოლო 2018 წელს — 14 ობიექტი. 

შემოწმებისას  შემდეგი სახის დარღვევები გამოვლინდა

მშენებლობა - Sputnik საქართველო
შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული ანგარიშები ხელმისაწვდომი გახდა

საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების სისტემის არარსებობა; შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობა; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინსტრუქტაჟის და შესაბამისი სწავლების არარსებობა; საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა; პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არარსებობა; მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობა; კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა; ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა; კრიოგენული ჭურჭლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა; კუსტარული დაზგა-დანადგარები; სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა; ამორტიზირებული და გაუმართავი სამუშაო აღჭურვილობა; მომატებული ხმაური სამუშაო სივრცეში/ადგილზე; არარაციონალური განათება სამუშაო სივრცეში/ადგილზე; მიკროკლიმატის მანორმირებელი პარამეტრების ჰიგიენური ნორმებიდან გადახრა; აეროზოლების მომატებული კონცენტრაცია სამუშაო სივრცეში/ადგილზე; ადვილად აალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესის დარღვევა; დახურულ სივრცეში მუშაობის წესების დარღვევა; სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა; საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა; ერგონომიული მახასიათებლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სხვა. 

საქართველოს პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2018 წლის  7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრაა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. 

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)  მონაცემებით,  2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია.


ყველა ახალი ამბავი
0