ტოტალური კარნახი 2018 – რეგისტრაცია, ოფიციალური გვერდი, თარიღი

© photo: Sputnik / Levan Avlabreliტოტალური კარნახი
ტოტალური კარნახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ტოტალური კარნახი" — ყოველწლიური აქციაა, რომლის მიზანია თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის ამაღლების ინტერესი გაუღვიძოს.

„Sputnik საქართველო“ დაინტერესდა, როდის გაიმართება „ტოტალური კარნახი – 2018“ და რამდენი ქვეყანა და ქალაქი მიიღებს მასში მონაწილეობა.

ტოტალური კარნახი

 „ტოტალური კარნახი“ 2018 წლის 14 აპრილს  მსოფლიოს 75 ქვეყანაში ათასამდე ქალაქს გააერთიანებს.

მსოფლიოს მასშტაბით“ ტოტალურ კარნახში“ სამი ათასი მოედანი მიიღებს – რეგისტრაცია პროექტის ოფიციალურ გვერდზე www.totaldict.ru 4 აპრილს დაიწყო.

კარნახისთვის ტექსტებს ცნობილი მწერლები ადგენენ. 2018 წელს ეს იქნება გუზელ იახინა, ავტორი რომანისა „ზულეიხა ახელს თვალებს", რომელმაც 2015 წელს მიიღო პრემია „დიდი წიგნი". 

© / Sputnik/ Levan Avlabreli"ტოტალური კარნახი" თბილისში
ტოტალური კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
"ტოტალური კარნახი" თბილისში

 „ტოტალური კარნახის“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პირველ რიგში აქციის ავტორებად იმ მწერლებს იწვევებ, რომელთა წიგნებმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს გუნდის წევრებს შორის.

15 წლის განმავლობაში პირველად „ტოტალური კარნახის“ ყველა მონაწილე ერთნაირ კომფორტულ პირობებში იქნებიან – ისინი ტექსტს კომპანია „ბერლინგოს“ საფირმო კალმებით დაწერენ, რომელიც პროექტის ოფიციალური პარტნიორია.

წელს „ტოტალური კარნახის“ ოფიციალურ კალმად xGold–ი გამოცხადდა. კომპანია “ბერლინგოში“ მიაჩნიათ, რომ xGold–ის კალამი კარნახის დაწერას მაქსიმალურად კომფორტულს გახდის. 

ორგანიზატორების განცხადებით, 2018 წელს „ტოტალურ კარნახში“ 75 ქვეყნიდან 250 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის ოფიციალურ გვერდ www.totaldict.ru–ზეა გამოქვეყნებული.

აქციაში მონაწილეობის ყველა მსურველს შეუძლია „ტოტალური კარნახისთვის" უფასო ონლაინ-კურსების დახმარებით მოემზადოს. მეცადინეობები პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტარდება ოთხშაბათობით, მოსკოვის დროით 15:00-სა და 19:00 საათზე.

ტესტი TruD

14 აპრილს „ტოტალურ კარნახთან“ ერთად ჩატარდება ტესტი, რომელიც რუსული ენის შესწავლის მსურველებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო აქციაში.

უცხოელებისთვის „ტოტალური კარნახის“(TruD)   ფარგლებში საპილოტე ტესტმა სტარტი 2016 წელს აიღო.

2017 წელს ტესტი 76 ქალაქიდან  2,5 ათასმა ადამიანმა დაწერა. ამ კუთხით ლიდერი ქალაქები იყვნენ ურუმჩი, ულან–ბატორი და თბილისი. 

© Sputnik/ Levan Avlabreli"ტოტალური კარნახი" თბილისში
ტოტალური კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
"ტოტალური კარნახი" თბილისში

წელს  TruD–ის მონაწილეების საკუთარ მოედანზე მისაღებად 45 ქვეყანაში 124 ქალაქია  მზად.

ტესტი გუზე ლ იახინას მიერ „ტოტალური კარნახისთვის“ შექმნილი ორიგინალური ტექსტის საფუძველზე შეიქმნა. იგი ათი დავალებისგან შედგება, რომელიც ეტაპობრივად რთულდება.

თუ რომელ ქალაქებში როდის ჩატარდება TruD–ის ტესტისთვის მოსამსადებელი მეცადინეობები, შესაძლებელია „ტოტალური დიქტანტის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

ტოტალური კარნახი – როგორ დაიწყო ყველაფერი

პირველი ტოტალური კარნახი 2004 წელს ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩატარდა. 2008 წლამდე „ტოტალური კარნახის" ტექსტს ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის თანამშრომლები კითხულობდნენ. 

15 წლის განმავლობაში აქციამ საყოველთაო მასშტაბი შეიძინა: მისი ორგანიზატორია ფონდი „ტოტალური კარნახი".

 2017 წელს პროექტში 71 ქვეყანა ჩაერთო და მან 866 ქალაქში 200 ათასი ადამიანი გააერთიანა. 

ტოტალური კარნახი - 2017 - Sputnik საქართველო
შეამოწმეთ რუსული ენის ცოდნა – თბილისში ტოტალური კარნახისთვის ემზადებიან

 „ტოტალური კარნახი“ საქართველოში

თბილისში „ტოტალური კარნახისთვის“ ემზადებიან – იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება.

საქართველოში „ტოტალური კარნახის" ჩატარებაში ორგანიზატორებს დახმარებას უწევს საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი". საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია. 

ტოტალური კარნახის მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
ტოტალური კარნახი 2017: თბილისში მონაწილეები და ფრიადოსნები დააჯილდოვეს

საქართველო „ტოტალური კარნახის" მსოფლიო აქციას 2014 წელს შეუერთდა, რომელშიც 45–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 2017 წელს ყოველწლიურ ღონისძიება, რომელშიც 108 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ტექნიკური უნივერსიტეტის ორ მოედანზე ჩატარდა.

მცირე დარბაზის აუდიტორიაში კარნახი 58–მა ადამიანმა დაწერა, ხოლო რუსული ენის ცოდნაში ტესტირება 50–მა ადამიანმა გაიარა

საუკეთესო მონაწილეები სპეციალური ჯილდოებითა და სიგელებით დაჯოლდოვდნენ.  ამ წელს ოთხი ფრიადოსანი იყო, რომლებმაც საჩუქრად მიიღეს ვლადიმირ გოლოვინის წიგნი „Завлекают в Сололаки стертые пороги“ და ABBYY Lingvo-ს ლექსიკონების ხელმისაწვდომობის გასაღები.

„რუსული როგორც უცხო ენის“ ტესტი კარგად დაწერა 20 ადამიანმა. ყველა მათგანმა მიიღო სერტიფიკატები და წიგნები — გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“  და რევაზ მიშველაძის „ციყვი ბორბალში“.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით 

 

ყველა ახალი ამბავი
0