შეამოწმეთ რუსული ენის ცოდნა – თბილისში ტოტალური კარნახისთვის ემზადებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliტოტალური კარნახი - 2017
ტოტალური კარნახი - 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს ტოტალურ კარნახზე წაიკითხავენ გუზელ იახინას რომანს „ზულეიხა ახელს თვალებს", რომელმაც 2015 წელს მიიღო პრემია "დიდი წიგნი".

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახის" თბილისელი ორგანიზატორები მორიგი ღონისძიების გამართვისთვის ემზადებიან, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში 14 აპრილს გაიმართება.

„ტოტალური კარნახი" — ყოველწლიური აქციაა, რომლის მიზანია თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის  ამაღლების ინტერესი გაუღვიძოს. იგი აერთიანებს ყველას, ვისაც სურვილი აქვს წეროს და იკითხოს რუსულად. კარნახისთვის ტექსტებს ცნობილი მწერლები ადგენენ. 2018 წელს ეს იქნება გუზელ იახინა, ავტორი რომანისა „ზულეიხა ახელს თვალებს", რომელმაც 2015 წელს მიიღო პრემია „დიდი წიგნი".

ტოტალური კარნახის მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
ტოტალური კარნახი 2017: თბილისში მონაწილეები და ფრიადოსნები დააჯილდოვეს

„ჩვენი, ანუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიზანი სტუდენტების, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობაა, რათა მათ გაიგონ რუსულის, როგორც უცხოური ენის ცოდნის დონე. ჩვენი ამოცანაა — რუსული ენის არეალის გაფართოება, გავრცელება, ახალგაზრდა სტუდენტების მოზიდვა. რუსული ენა რთულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი შესწავლა შეუძლებელია. მსურს აღვნიშნო, რომ მონაწილეობა ანონიმურია, ანუ შეცდომების შესახებ ვერავინ გაიგებს", — განუცხადა „Sputnik–საქართველოს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელენა გალაშევსკაიამ.

საქართველოში „ტოტალური კარნახის" ჩატარებაში ორგანიზატორებს დახმარებას უწევს საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი". საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.

აქციაში მონაწილეობის ყველა მსურველს შეუძლია „ტოტალური კარნახისთვის" უფასო ონლაინ-კურსების დახმარებით მოემზადოს. მეცადინეობები პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტარდება ოთხშაბათობით, მოსკოვის დროით 15:00-სა და 19:00 საათზე.

კარნახის შემდეგ სამი შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდება — ტოტალური კარნახის სამი ნაწილის ონლაინ-გარჩევა. გარდა ამისა, პროექტის კორპორაცია „რუსულ სახელმძღვანელოსთან" თანამშრომლობის ფარგლებში ცნობილი ლინგვისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსეი შმელევი ტოტალური კარნახის სრული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზს გამართავს, ონლაინ-სკოლის მეცადინეობებს კი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელენა კუზნეცოვა ჩაატარებს.

პირველი ტოტალური კარნახი 2004 წელს ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩატარდა. 2008 წლამდე „ტოტალური კარნახის" ტექსტს ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის თანამშრომლები კითხულობდნენ. 15 წლის განმავლობაში აქციამ საყოველთაო მასშტაბი შეიძინა: მისი ორგანიზატორია ფონდი „ტოტალური კარნახი". 2017 წელს პროექტში 71 ქვეყანა ჩაერთო და მან 866 ქალაქში 200 ათასი ადამიანი გააერთიანა.

საქართველო „ტოტალური კარნახის" მსოფლიო აქციას 2014 წელს შეუერთდა.

ყველა ახალი ამბავი
0