ტოტალური კარნახი 2017: თბილისში მონაწილეები და ფრიადოსნები დააჯილდოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliტოტალური კარნახის მონაწილეები თბილისში
ტოტალური კარნახის მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლესი შეფასება წელს საქართველოდან ოთხმა მონაწილემ მიიღო.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ცნობილი გახდა საგანმანათლებლო აქციის „ტოტალური კარნახი 2017“-ის შედეგები — მათი ნახვა შესაძლებელია, თუ დაუკავშირდებით პროექტის კოორდინატორებს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აქციის ორგანიზატორებმა.

საუკეთესო მონაწილეებს გადაეცა სიგელები და სპეციალური პრიზები. წელს ოთხი ფრიადოსანი იყო, რომლებმაც საჩუქრად მიიღეს ვლადიმირ გოლოვინის წიგნი Завлекают в Сололаки стертые пороги და ABBYY Lingvo-ს ლექსიკონების ხელმისაწვდომობის გასაღები.

 „რუსული როგორც უცხო ენის“ ტესტი კარგად დაწერეს 20 ადამიანმა. ყველა მათგანმა მიიღო სერტიფიკატები და წიგნები — გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“  და რევაზ მიშველაძის „ციყვი ბორბალში“.

ტოტალური კარნახის 2017–ის მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
"ტოტალური კარნახი" თბილისში: მონაწილეთა შთაბეჭდილებები

შედეგების გაგება შეგიძლიათ აქციის ორგანიზატორებთან ტელეფონით +995 593 333 673 (ელენა გალაშევსკაია). ტექნიკური მიზეზების გამო ტოტალური კარნახის ვებგვერდზე შედეგები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

 „ტოტალური კარნახი“ თბილისში 8 აპრილს ჩატარდა. ღონისძიებაში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. "ტოტალური კარნახის" ორგანიზატორი თბილისში 2017 წელს საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი "რუსკი კლუბი" გახდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.

ტესტის მიზანია – ყველა მსურველს ჰქონდეს საშუალება შეამოწმოს საკუთარი თავი რუსული ენის ცოდნაში და გაიზარდოს მისი დახვეწის ინტერესი. კარნახის იდეა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. 2016 წელს თბილისში გამართულ კარნახში 90-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„ტოტალური კარნახის" ძირითადი პრინციპებია უფასო, ნებაყოფლობითი და სურვილის შემთხვევაში, ანონიმური მონაწილეობა, პროფესიული დამოკიდებულება დაწერილი ტექსტის შემოწმებისა და შეფასებისადმი, ორგანიზატორებისა და ექსპერტების კომისიის უანგარო მუშაობა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0