ყოველწლიური საგანმანათლებლო აქცია "ტოტალური კარნახი" თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში მეოთხედ ჩატარდა. წელს მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – რუსული ენის ცოდნის მხრივ საკუთარი შესაძლებლობები 108 ადამიანმა შეამოწმა.
ტექსტის ავტორი წელს ლეონიდ იუზეფოვიჩი იყო. ტექსტის, ესეს თითოეული ნაწილი ავტორის ერთ–ერთი მშობლიური ქალაქის შესახებ არის – პერმის, ულან–უდესა და სანქტ–პეტერბურგის.
ესაა პატარა ესეები სამ ქალაქზე, რომლებთანაც ჩემი ცხოვრებაა დაკავშირებული, ასევე მდინარეებზე, რომლებზეც ეს ქალაქები დგას. ესაა ჩემი მშობლიური პერმი ურალზე. ესაა ქალაქი, სადაც ჩემმა ყმაწვილობამ ჩაიარა და სადაც ოდესღაც ოფიცერი ვიყავი, ულან–უდე და სელენგა, და მესამე ქალაქი – სანქტ–პეტერბურგი, სადაც ახლა ვცხოვრობ", – განაცხადა მწერალმა.
თბილისში ბურიატიის ქალაქ ულან–უდეზე დაწერეს. აქციის ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ამ ქალაქის შესახებ რაღაც ახალი და საინტერესო შეიტყვეს. თავისი ემოციები და აზრები კარნახის შესახებ აქციის მონაწილემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტმა ირაკლი პატარიძემ გაგვიზიარა.
"ქართველი ვარ, მაგრამ რუსეთში დავიბადე. სასიამოვნოა, რომ ჩემს სამშობლოში, საქართველოში ახსოვთ რუსული ენა. ეს აქცია შესაძლებლობას იძლევა, შეამოწმო საკუთარი ძალები. ტექსტი ინფორმაციული და სასარგებლო იყო. სურვილი გამოჩნდა, იუზეფოვიჩის შემოქმედება უფრო კარგად გავიცნო", – აღნიშნა პატარიძემ.
წელს "მოკარნახე" საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლუდმილა არტემოვა–მღებრიშვილი გახდა.
"წელს აქციაში პირველად ვმონაწილეობდი, ეს საინტერესო გამოცდილებაა. ძალიან მსიამოვნებს, რომ ამდენმა ახალგაზრდამ იცის რუსული ენა და სურს მისი ცოდნა. საიმედო ძაფი, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ის თუ გაწყდა, რის იმედიღა უნდა გვქონდეს"..", – განაცხადა მსახიობმა.
"ტოტალური კარნახის" ბაზაზე ჩატარდა ტესტი "რუსული, როგორც უცხო ენა". იქ მონაწილეებს რიგ კითხვებზე პასუხის გაცემა, ასევე კარნახის ძირითადი ტექსტიდან მცირე ნაწილის დაწერა შესთავაზეს.
"დავწერე ტესტი "რუსული, როგორც უცხო ენა", ვფიქრობ, საკმაოდ ადვილი იყო. ახლა შედეგებს მოუთმენლად ველოდები. მომავალ წელს "ტოტალურ კარნახს" დავწერ, კარგი შეფასების იმედი მაქვს", – განაცხადა თსუ–ის სტუდენტმა სერგო ბალაშვილმა.
"ტოტალური კარნახის" ორგანიზატორი თბილისში 2017 წელს საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი "რუსკი კლუბი" გახდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.