აქციაში "ტოტალური კარნახი" საქართველოში 100–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

© photo: Sputnik / Levan Avlabreli"ტოტალური კარნახი" თბილისში
ტოტალური კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში აქციის "ტოტალური კარნახი" ფარგლებში კარნახი დაწერა 58–მა ადამიანმა, ხოლო რუსულის, როგორც უცხოური ენის ცოდნაზე ტესტირებაში 50 ადამიანი მონაწილეობდა.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ყოველწლიურ საგანმანათლებლო აქციაში "ტოტალური კარნახი" საქართველოში 108 ადამიანი მონაწილეობდა, ღონისძიება ორ ადგილას პირველად ჩატარდა, იუწყება "Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი.

საგანმანათლებლო აქცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა. კარნახი მცირე დარბაზის აუდიტორიაში დაწერა 58–მა ადამიანმა, ხოლო რუსულის, როგორც უცხოური ენის ცოდნაზე ტესტირება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორიაში 50–მა ადამიანმა გაიარა.

"ტოტალური კარნახის" ორგანიზატორი თბილისში 2017 წელს საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი "რუსკი კლუბი" გახდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.

„ტოტალური კარნახი 2017 - Sputnik საქართველო
„ტოტალური კარნახი 2017 თბილისში": საინტერესო და მხიარული იქნება

ტექსტის ავტორი წელს ლეონიდ იუზეფოვიჩია. ტექსტის, ესეს თითოეული ნაწილი ავტორის ერთ–ერთი მშობლიური ქალაქის შესახებ არის – პერმის, ულან–უდესა და სანქტ–პეტერბურგის.

"ტოტალური კარნახის" მიზანია, თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის უნარის ამაღლებისადმი ინტერესის გაღვიძება. ნებაყოფლობითი კარნახის იდეა ყველა მსურველისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაჩნდა. თბილისში 2016 წელს აქციაში "ტოტალური კარნახი" დაახლოებით 90–მა ადამიანმა მიიღო.

"ტოტალური კარნახის" ძირითადი პრინციპებია უფასო, ნებაყოფლობითი და სურვილის შემთხვევაში, ანონიმური მონაწილეობა, პროფესიული დამოკიდებულება დაწერილი ტექსტის შემოწმებისა და შეფასებისადმი, ორგანიზატორებისა და ექსპერტების კომისიის უანგარო მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0