საქართველოში დღეს გარდაცვლილებს იხსენებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები კუკიის სასაფლაოზე
ადამიანები კუკიის სასაფლაოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ორშაბათს მუნიციპალური ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. აღდგომის მეორე დღეს საქართველოში გარდაცვლილთა ხსენების დღე აღინიშნება.

ამ დღეს, ტრადიციულად, ადამიანები საფლავებზე მიდიან და გარდაცვლილებს იხსენებენ. აღდგომის მერე ორშაბათი ქვეყანაში ოფიციალური დასვენების დღეა.

სააღდგომო წირვა სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
ილია მეორემ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

თბილისში ყველა სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ.

ავტობუსების მიმართულებებისა და გასვლის ადგილების შესახებ იხილეთ აქ.

წელს ეს დღე დამოუკიდებლობის აღდგენისა და თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ხსოვნის დღეს დაემთხვა. ეს ასევე ოფიციალური უქმე დღეა საქართველოში.

ესაა ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ტრადიციულად, ამ დღეს თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ… ხალხი ტრაგედიის ადგილზე 8 აპრილის ღამიდან იწყებს შეკრებას.

1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე - პრემიერმა მოსახლეობას მიულოცა

1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.

1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

 

ყველა ახალი ამბავი
0