როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები კანიდან – მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი

© photo: Pixabay / geraltპიგმენტური ლაქები ხელზე
პიგმენტური ლაქები ხელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქების მოშორება უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ, რომელიც სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება

ამერიკელმა ექიმმა დუგ ვილენმა აღმოაჩინა ბუნებრივი და მარტივი, ძლიერი საშუალება, რომელიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. პიგმენტური ლაქები, ძირითადად, ჩნდება ხელებზე, დეკოლტეზე, სახესა და მხრებზე. 

მოწითალო ხახვი - Sputnik საქართველო
ეს მარტივი ხალხური რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

ეს პრობლემა მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემა არაა. ახალგაზრდებიც ხშირად დაუცველი არიან, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებისას. თუ ლაქები სწრაფად იზრდება, წითლდება, სისხლდენით ან ქავილით აღინიშნება, მუქი ფერით გამოირჩევა, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, მისი მოშორება უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ, რომელიც სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება. ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ლაზერული თერაპია, მათეთრებელი კრემები ან ქიმიური პილინგი, თან ქიმიურ და ქირურგიულ პროცედურებს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს.

ამგვარად, დაგჭირდებათ ორი ინგრედიენტი – ხახვის წვენი და ვაშლის ძმარი

ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ვაშლის ძმარში კი არის ალფა–ჰიდროქსიმჟავები, რომლებიც ანადგურებს კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ფენის წარმოქმნას.

ვაშლი - Sputnik საქართველო
ვაშლის ძმარი – ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში

დაგჭირდებათ:

1 ხახვი

დაახლოებით 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი (ხახვი და ძმარი დაახლოებით თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს).

მომზადების წესი:

გავფცქვნათ ხახვი, გავრეცხოთ

გავთქვიფოთ ბლენდერში, უნდა მივიღოთ ფაფისებური მასა

დავამატოთ ვაშლის ძმარი

დავიდოთ ლაქებზე ბამბის ტამპონით

გავიჩეროთ 30 წუთი

დავიბანოთ ცივი წყლით

პაპილომა - Sputnik საქართველო
როგორ მოვიშოროთ პაპილომები სახლის პირობებში

ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ ყოველდღე, საღამოს, სანამ ლაქები არ გაქრება (კურსი – მინიმუმ შვიდი დღე). 

ამ მასის შენახვა შეგვიძლია მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში (ინახება დაახლოებით 20 დღე).

გაითვალისწინეთ: სანამ ლაქებზე წაისვამთ მიღებულ მასას, მანამდე დაახლოებით სამი წუთი კანის პატარა მონაკვეთზე წაისვით და დააკვირდით, თუ ალერგიული რეაქცია შენიშნეთ, მაშინ აღარ გამოიყენოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0