ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია. მისი გამოყენების მრავალფეროვნება ნამდვილად გაკვირვებას იწვევს. ზოგიერთი თვისება თქვენთვის, შესაძლოა, აღმოჩენაც გახდეს.
– სოკო ფეხზე ან ფრჩხილზე — ამას ძალიან ბევრი უსიამოვნო გართულება შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად ანთებითი პროცესი ხელისა და ფეხის თითებს შორის, ფეხებზე; სოკო შეიძლება ფრჩხილის ქვეშაც ჩაიზარდოს, რასაც მუდმივი ტკივილი ახლავს თან.
სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელებისა და ფეხების დალბობა ვაშლის ძმარში ყოველდღე, 10-30 წუთის განმავლობაში, სანამ სოკო არ გაქრება.
თუ ვაშლის ძმარი სუფთა სახით კანს გვიწვავს, ჭიქა ძმარი შეგვიძლია წყალში გავაზავოთ.
– კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარება სულ მცირე რაოდენობის ვაშლის ძმარს შეუძლია, რომელსაც წყალში ან ვაშლის წვენში გავხსნით.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მუცლის ტკივილის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, ხოლო ვაშლის ძმარი ბაქტერიების „დიდი მტერია“.
– ერთ ჭიქა ცივ წყალს თუ ½ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატებთ და ამას კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, თქვენი თმა ბზინვარე გახდება. ვაშლის ძმარი ასევე ქერტლისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
– დამწვრობის ტკივილის შესამსუბუქებლად ვაშლის ძმრის ანთების საწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ. ერთი ჭიქა ძმარი დაამატეთ ცივი წყლის აბაზანას, ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.
– გვერწმუნეთ, რომ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი სლოკინის მოხსნაში დაგეხმარებათ.
– ვაშლის ძმარში არსებული მჟავა, რომელიც მადას აქვეითებს, ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ასევე ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის არასასურველი შეკავება აღკვეთოს.
– ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავის (თანაბარი თანაფარდობით) გამოყენება პულვერიზატორის დახმარებით თქვენს სახლს დეზინფექციას ჩაუტარებს.
– წყლის 10 გალონს (1 გალონი — 3,5-დან 4,5 ლიტრამდე) დაუმატეთ 10 უნცია ძმარი და მოასხით ბაღში. თქვენი ბაღი დამშვენდება და თან სარეველების ჭაჭანება არ იქნება.
– ერთ ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გულძმარვისგან განგკურნავთ. თითქოს, არალოგიკური და დაუჯერებელია, მაგრამ — ნამდვილად ასეა.
ვაშლის ძმრის გამოყენება ეფექტურია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:
• აკნე
• ვენების ვარიკოზული გაფართოება
• ალერგიების გამომწვევი ტოქსინების გამოდევნა
• ტკივილი ართრიტისას
• კიბოს ზოგიერთი სახეობის პროფილაქტიკა
• გაციების, გრიპის, ყელის ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• დიაბეტის კონტროლი
• თავის ტკივილი
• გულის ჯანმრთელობის გაძლიერება
• შინაური ცხოველების რწყილებისგან გათავისუფლება
• კბილების გათეთრება
• სხეულის დეტოქსიკაცია
• სხეულის სუნის ნეიტრალიზება