პრემიერ–მინისტრი: გედი ფოფხაძეს შევხვდი და ვთხოვე არ დაეტოვებინა უმრავლესობა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik.  აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს,  განაცხადა ტელეკომპანია Rustavi 2–თან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ  საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით.

გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება 5 აპრილს გააკეთა.  აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან  თანაპარტიელების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა დაასახელა. კაკაბაძის კანდიდატურა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ წამოაყენა, რომელსაც მხარი 55 დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის უკვე შეხვდა გედევან ფოფხაძეს და გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა. 

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
ემოციები თუ განხეთქილების დასაწყისი: თაობათა ბრძოლა „ქართულ ოცნებაში"

„შესაძლებელია და მე გული დამწყდება თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას, დიდი იმედი მაქვს, რომ არ დატოვებს უმრავლესობას, იმიტომ რომ შევხვდი მას და ვთხოვე არ დაეტოვებინა უმრავლესობა. ამ დემოკრატიის ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულიცაა და არასასურველიცაა“,  –  აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფოფხაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ექსპერტებმა და ოპოზიციამ  მმართველ პარტიაში არსებულ განხეთქილებასა და გადაადგილებების დაწყებაზე დაიწყეს საუბარი.

პრემიერის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება  არ არსებობს. არის ძალიან დემოკრატიული პროცესი,  რომელიც არის ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარი.

„არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის, არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესი… რა თქმა უნდა, ეს უცხოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ და ცდილობენ, წარმოაჩინონ, როგორც განხეთქილება. ეს მათთვის უცხოა, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ასეთი რამ შეუძლებელი იყო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გედევან ფოფხაძე 2014 წლიდან მმართველი პარტიის წევრია. მაშინ  თავისი თანაპარტიელებისგან („ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“) განსხვავებით, რომლებმაც „ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვეს, ის მმართველ პარტიაში შევიდა. 2016 წელს ფოფხაძემ  საპარლამენტო  არჩევნებში გაიმარჯვა და   დეპუტატი გახდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0