ემოციები თუ განხეთქილების დასაწყისი: თაობათა ბრძოლა „ქართულ ოცნებაში"

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის ერთ–ერთმა დეპუტატმა პოლიტიკური არენიდან წასვლის შესახებ განაცხადა

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ყველასთვის მოულოდნელად პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ექსპერტებმა პარტიაში გადაადგილებების დაწყებაზე დაიწყეს საუბარი, უმრავლესობას  კი ერთობის შენარჩუნების იმედი აქვს.

ფოფხაძე 2014 წლიდან მმართველი პარტიის წევრია. მაშინ  თავისი თანაპარტიელებისგან („ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“) განსხვავებით, რომლებმაც „ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვეს, ის მმართველ პარტიაში შევიდა. 2016 წელს ფოფხაძემ  საპარლამენტო  არჩევნებში გაიმარჯვა და   დეპუტატი გახდა.

 „მე ვტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პოლიტიკურ თუ პარტიულ თანამდებობას, რომელსაც ვიკავებ“, – განაცხადა ფოფხაძემ. 

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
სამი ამოცანა ქართული ოცნებისათვის

მმართველი პარტიის შესაძლო დატოვების მიზეზად მან  თანაპარტიელების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა დაასახელა. კაკაბაძის კანდიდატურა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ წამოაყენა, რომელსაც მხარი 55 დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

 „მე არ მსურს მონაწილე ვიყი იმ გადაწყვეტილების, როცა ქალი, რომელიც პატრიარქს და ეკლესიას შეურაცხყოფს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ფოფხაძემ საკუთარი გადაწყვეტილების კომენტირებისას.

თუმცა, მომდევნო დღეს ფოფხაძემ განაცხადა, რომ წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მიიღებს, როცა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

ამავე დროს მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ფოფხაძე საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის.

 „გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო… არ მგონია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ვინმე უმრავლესობის დატოვებას გადაწყვეტს და ფოფხაძის მსგავს შეცდომას დაუშვებს. გედევან ფოფხაძე ჩვენი გუნდის წევრია, მისი გადაწყვეტილება შეცდომა იყო“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

რა ხდება „ქართულ ოცნებაში“

ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ფოფხაძის გადაწყვეტილება პარტიაში მიმდინარე გადაადგილებებთანაა დაკავშირებული.

 „ქართულ ოცნებაში“  გადაადგილებების პროცესი მიდის –  2012–2016 წლების პარლამენტის  პარტიულ სახეებს ახალი თაობა ცვლის“, – აცხადებს ცინცაძე.

მისი აზრით, ბოლო დროს ეს პროცესები პარტიაში აშკარა გახდა, ისევე როგორც  აზრთა სხვადასხვაობა პარტიის ძველ და  ახალ პოლიტიკურ  სახეებს შორის.  ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს პარტიის სხვა წარმომადგენლების მხრიდან დატოვებას.


ყველა ახალი ამბავი
0