თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა გერმანიის 41 წლის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში დააკავეს, განაცხადა კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.
ჭელიძის სიტყვებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებით საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2644 აბი „ექსტაზი", 323 აბი „სუბუტექსი", 400 გრამი კოკაინი, 1 კილოგრამი MDMA და 200 გრამი ამფეტამინი.
როგორც აღმოჩნდა, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს სეიფში ინახავდა.
ამასთან, ტელეკომპანია Rusatvi2-ის მტკიცებით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე — ეროვნებით ქართველი ლაშა აბზიანიძეა. მედიის ინფორმაციით, შავ ბაზარზე ნარკოტიკების საერთო ღირებულება 500 ათას აშშ დოლარს აჭარბებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს