მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილის მკვლელს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

14 წლის დავით ოთხმეზური, რომელიც 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს, ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი იყო. კონფლიქტი პეკინის №24-ში მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა, რა დროსაც ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მოზარდს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ოთხმეზურს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული 1986 წელს დაბადებული ასლან ბეჟანიძე ქობულეთელია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ბეჟანიძეს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს.

2015 წლის მარტში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განახლებული გამოძიების პირობებში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. დაიკითხნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

ჩატარებული გამოძიების შედეგად 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა თბილისში: ბრალდებულ მოზარდებს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ასლან ბეჟანიძეს სსკ-ის 108-ე მუხლის („განზრახ მკვლელობა") თანახმად, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის  „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის და ცხრა თვის ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0