თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ნაცნობ ცოლ-ქმარს იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, რის გამოც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნილია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2018 წლის იანვარში ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ცოლ-ქმარი მოკლეს. გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.

სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ. ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში 21 წლის გოგონას შეყვარებულმა ყელი გამოჭრა – მკვლელი დაკავებულია

„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ნაცნობს — 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს — 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ასევე გახსნილია ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტი, მათ შორის, 2017 წლის 5 აგვისტოს ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი.

ყველა ახალი ამბავი
0