თბილისში 21 წლის გოგონას შეყვარებულმა ყელი გამოჭრა – მკვლელი დაკავებულია

გამოწერა
პოლიცია მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა გოგონა მეგობარმა შურისძიების მიზნით მოკლა

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik.  პოლიციამ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა, რომელიც გოგონას მეგობარი აღმოჩნდა, განაცხადა შსს–ს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა  მამუკა ჭელიძემ. 

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში მოკლული გოგონა იპოვეს

გარდაცვლილი გოგონა თემქის დასახლებაში  ხუთშაბათს, დილით იპოვეს.  გოგონას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ნათესავების თქმით, გოგონა სახლიდან სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა. მედიის ინფორმაციით, იგი სახთან ახლოს მამამ  ყელგამოჭრილი იპოვა.  

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით თავის მეგობარს – 1997 წელს დაბადებულ ა. ნ.–ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი სიტყვებით, ბრალდებული თბილისში  რამდენიმე საათის წინ დააკავეს, მკვლელობის იარაღი – დანა, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

სისხლის სამართლის საქმე  სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) არის აღძრული,, რომელიც 7-დან 15 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0