თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თემქის დასახლებაში 21 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
როგორც „Sputnik–საქართველოს" შსს-ში აცნობეს, ცხედარი პოლიციელებმა შატილის ქუჩაზე აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, სხეულზე ცივი იარაღით მიღებული ჭრილობები აღინიშნება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა", — წელს უწყების პრეს-სამსახური.
სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით – „განზრახ მკვლელობა", რომელიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.