თავდასხმა 13 წლის მოზარდზე ლიფტში: დაზარალებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი საავადმყოფოში
პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულის ნათესავმა სექსუალური ძალადობის მცდელობა გამორიცხა

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. მოზარდი, რომელზე თავდასხმაშიც აზერბაიჯანის მოქალაქეს ედება ბრალი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერ კიდევ რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ექიმები 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ოთხშაბათს, დღისით მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, 22 წლის ბრალდებული ლიფტში შევიდა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მალე მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგონეს და პოლიცია და  „სასწრაფო დახმარება" გამოიძახეს.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თბილისში ოთხი ყაჩაღური თავდასხმის საქმე გახსნილია

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ბიჭისთვის თვალების დათხრას და თოკით გაგუდვას შეეცადა. დაზარალებულის ნათესავმა სექსუალური ძალადობის მცდელობა გამორიცხა.

 „მან (თავდამსხმელი — რედ.) თქვა:  „მე შენ სატანას უნდა შეგწირო" და ბავშვის გაგუდვა დაიწყო", — განაცხადა ქალმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, დაზარალებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მას სახე დასისხლიანებული ჰქონდა. არსებობდა საფრთხე, რომ მოზარდს მხედველობა დაეკარგა, მაგრამ, ბოლო მონაცემების თანახმად, ამის საშიშროება ამ დროისთვის არ არის.

მოზარდი გვიან ღამით ოფთალმოლოგმაც მოინახულა. მას თვალზე ქირურგიული ჩარევა აღარ დასჭირდა, თუმცა, დაშავებულს ტვინის შერყევა, მხედველობის პრობლემა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 126-ე მუხლით („დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია"), რაც თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ვადით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0