არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

© Sputnik / STRINGERარჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. არჩილ ტატუნაშვილი თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

ქართველ ჯარისკაცი 2008 წლის ომის გმირების გვერდით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღეს დილით საკუთარი სახლიდან, წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდს ჯერ მის სახლში, შემდეგ კი ტაძარში ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრენ. ოჯახს მიუსამძიმრეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, საპარლამენტო უმრავლესობამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ. დაღუპულის ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მიუსამძიმრა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა - Sputnik საქართველო
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს
„დღეს ყველანი უნდა ვიყოთ პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდში. ამის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება, იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორე მხრივ, ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მსგავსი ფაქტების და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღევევის პრევენცია მოხდეს“, — განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
ტრაგიკული შემთხვევა ტატუნაშვილს მაშინ შეემთხვა, როდესაც ის საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში ბებიის მოსანახულებლად გაემგზავრა. რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ის როგორც სადაზვერვო-დივერსიული სამიანობაში ეჭვმიტანილი დააკავა.
ნიუ-იორკი. დროშა გაეროს შტაბ-ბინის თავზე - Sputnik საქართველო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. 

რუსული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მიოკარდის მწვავე იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, დასკვნაში მითითებულია, რომ ტატუნაშვილი ღვიძლის ციროზითა და ქრონიკული ჰეპატიტით იყო ავად. ქართულ მხარეს ამ ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. ამის შესახებ დღეს ტატუნაშვილის დაკრძალვაზე მისულმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. 

ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" შუამავლობით, დაღუპვიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0