საქართველოს ციხეებში პატიმრები პროფგანათლებას მიიღებენ

გამოწერა
აღნიშნული სიახლე პატიმრებს სამსახურის შოვნის საშუალებას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დანაშაულის კლებას.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს ციხეებში პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული განათლების მოკლე კურსი გაიარონ, რათა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ შეძლონ სამუშაოს შოვნა – შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებს შორის უკვე გაფორმდა.

საკანი ციხეში. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
მუშაობა საპატიმრო ვადის შესამცირებლად: სიახლე საქართველოს ციხეებში

1 იანვრიდან იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც პატიმრობის ერთწლიანი ვადა აქვთ დარჩენილი, სპეციალიზებული ციხე გაიხსნა, სადაც მათ პროფესიის მიღებასა და ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადაპტირებაში დაეხმარებიან.

„ჩვენ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თითქმის 4 წელია ვთანამშრომლობთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული გადამზადება 2,5 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ვფიქრობ, ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ იმ სერვისების გაუმჯობესებას, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში განათლების კუთხით არსებობს“, — განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.

განათლების სამინისტრო საპატიმროებში ასევე გეგმავს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვას.

„პროფესიული განათლების მიღება პენიტენციურ დაწესებულებაში ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს მსჯავრდებულს დაეხმარება სამსახურის მოძიებაში და ასევე ხელს შეუწყობს განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკის დაწევას“, — განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა.

ადრე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს დაგეგმილი აქვს სისტემის დანერგვა, რომლის თანახმად, პატიმრებს საპატიმროში ყოფნის ვადა შეუმცირდებათ, თუ ისინი დასაქმდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური