ურეკში ხანძარმა 90 წლამდე მამაკაცი იმსხვერპლა

გამოწერა
დაღუპული მეზობლებმა აივანზე იპოვეს.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ურეკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 90 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
ხანძარმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა

უბედური შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცეცხლი თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ხის კოტეჯს გაუჩნდა და ის თითქმის მთლიანად დაიწვა.

ასაკოვანი მამაკაცი შენობაში მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი მეზობლებმა ივანზე იპოვეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია“) დაიწყო, რაც ითვალისწინებს ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0