ევროკავშირი თეთრიწყაროში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსს იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასოფლო-სამეურნეო მიწები ქართლში
სასოფლო-სამეურნეო მიწები ქართლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგრანტო კონკურსის ფარგლებში თითოეულ პროექტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 60 000 და მინიმუმ 1000 ევროს (ექვივალენტით ლარში) ოდენობის დაფინანსების მიღება.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი“ აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა“ 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის ამოცანებსა და პრიორიტეტებს წარმოადგენს გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება; სასოფლო–სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა; სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას. 

არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი - Sputnik საქართველო
12 მილიონი ევრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად
 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში თითოეულ პროექტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 60 000 და მინიმუმ 1000 ევროს (ექვივალენტით ლარში) ოდენობის დაფინანსების მიღება. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა  წარმოადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2018 წლის 10 აპრილის, 18:00 საათამდე.

განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის RDFG, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია ATA და ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი VVTG.


ყველა ახალი ამბავი
0