გუდაურის საბაგიროს შემქმნელი კომპანიის სპეციალისტი საქართველოში მოფრინავს

© FB / TV Kvemo Kartliავარია საბაგიროზე გუდაურში
ავარია საბაგიროზე გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიის მიზეზებს მწარმოებელი კომპანია Doppelmayr-ი დააგენს

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერის“ (Doppelmayr) წარმომადგენელი მალე საქართველოში, გუდაურში მომხდარი ავარიის მიზეზების დასადგენად ჩამოვა, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს კომპანიის წარმომადგენელმა ეკარდ ასმანმა.

სისტემური გაუმართაობის გამო, სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა. ბოლო მომაცემებით, გუდაურში მომხდარის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები. შვედეთის მოქალაქე ქალბატონი ორსულადაა.

„მივიღეთ ინფორმაცია, ვნახეთ ვიდეო. ახლა ზუსტად ვერ ვიტყვით, რა მოხდა. ჩვენი კოლეგა Doppelmayr-დან უკვე გუდაურში მიემგზავრება… საბედნიეროდ, საბაგიროებზე ინციდენტები საკმაოდ იშვიათად ხდება. მე პირადად მსგავსი ინციდენტი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მახსოვს. ამ ეტაპზე სრულფასოვანი ინფორმაცია ინციდენტის შესახებ არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, — განაცხადა ასმანმა.

ავარია საბაგიროზე გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაურში დაშავებული ოთხი ადამიანი თბილისის საავადმყოფოებში დილამდე დარჩება

ინციდენტის შემდეგ სამთო კურორტების განვითარების კომპანიამ, რომელიც საბაგიროების ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი, საბაგიროს მწარმოებელ კომპანიას — „დოპელმაიერს“ მიმართა, რათა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მომხდარიყო.

აღნიშნულმა საბაგირომ გუდაურში შემოწმება 2017 წლის დეკემბერში გაიარა. ინსპექტირება კომპანია CA International-მა ჩაატარა, რომელიც საქართველოში ინსპექტირების აკრედიტებულ ორგანოს წარმოადგენს. კომპანიის გენერალური დირექტორის, სანდრო შელიას თქმით, შემოწმებისას საბაგორო გამართული იყო და შესაბამისი სერტიფიკატიც გაიცა.

„მე ვესაუბრე ჩვენს ინსპექტორს და წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ დაზიანდა მუხრუჭი. საბაგირო მცირე დროით გაჩერდა, შემდეგ ისევ ამოქმედდა და ამ დროს მუხრუჭს უნდა ემუშავა. ეს არის წინასწარი ვარაუდი და საბოლოო მიზეზსს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა სანდრო შელიამ.

მისი თქმით, საბაგიროზე ტვირთებზე ტესტირება ყოველდღე უნდა ტარდებოდეს და აუცილებლად იქნება შესაბამისი ჩანაწერი, თუკი ეს ტესტირება დღესაც ჩატარდა.

Пострадавший во время ЧП в Гудаури - Sputnik საქართველო
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი ვერ გამოფრინდა

ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ავარიის მიზეზების დადგენის მიზნით დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტებს მოიწვევენ.

„მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.

როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ 11 მარტს გუდაურში საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა. შედეგად საბაგიროების მუშაობა დროებით შეჩერდა, თუმცა მეორე დღეს აღდგა. სულ გუდაურში 14 საბაგირო ფუნქციონირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0