რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი ვერ გამოფრინდა

© FB / Ministry of Internal Affairs of GeorgiaПострадавший во время ЧП в Гудаури
Пострадавший во время ЧП в Гудаури - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“, რომელიც გუდაურში არსებული საბაგიროს მწარმოებელია, ხვალ დილით უკვე საქართველოში იქნება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ერთ-ერთი ვერტმფრენი, რომელსაც გუდაურიდან ოთხი დაშავებული თბილისში უნდა გადმოეყვანა, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ გამოფრინდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა და ავარია მოხდა, რის გამოც, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად იუწყებოდნენ 8 დაშავებულის შესახებ. ესენი არიან საქართველოს ერთი მოქალაქე, უკრაინის ორი მოქალაქე და შვედეთის ერთი მოქალაქე, ორსული ქალბატონი. მოგვიანებით სამედიცინო დახმარება კიდევ სამ ადამიანს დასჭირდა. დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.

საქართველოს პირველი-ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა, სადაც დღეს სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა - Sputnik საქართველო
გუდაურში დაშავებულები თბილისში ვერტმფრენებით გადმოჰყავთ

უამინდობის გამო დაშავებულთა გადაყვანა თბილისში რეანომობილიებით გადაწყდა. ვერმფრენით გადაიყვანეს მხოლოდ ერთი, ყველაზე მძიმე პაციენტი.

„დაშავებულია ჯამში 11 ადამიანი. გადაყვანილია ამ ეტაპზე 5 პაციენტი. ერთი ადამიანი გადაფრინდა ვერტმფრენით, დანარჩენები გაემგზავრნენ რეანომობილებით. ახლა მოხდება კიდევ ორი პაციენტის გადაყვანა. სამი პაციენტი მსუბუქია, შესაბამისად, მოგვიანებით ჩავთვლით, გადასაყვანია თუ არა. მეტ-ნაკლებად საშუალო და მეტ-ნაკლებად მძიმე სიმძიმის იყო 2 ადამიანი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი პაციენტი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, არის ორსულად, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ტრანსპორტირება ხდება თბილისში“, — განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც საბაგიროებზე პასუხისმგბელია.

საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რომელიც ადგილზე ჩავიდა, ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“, რომელიც აღნიშნული საბაგიროს მწარმოებელია, ხვალ დილით უკვე საქართველოში იქნება.

„ისინი დღეს 5-საათიანი რეისით უკვე მოფრინავენ, ხვალ დილით აქ იქნებიან და, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

გუდაური - Sputnik საქართველო
„ენერგო-პრო ჯორჯია“: გუდაურში ავარიის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტა არ ყოფილა

მანამდე „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ დაუკავშირდა კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოეხდინათ ფაქტზე და ექსპერტები გამოეგზავნათ გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0