„ენერგო-პრო ჯორჯია“: გუდაურში ავარიის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტა არ ყოფილა

© Sputnik / STRINGERგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაგიროზე ცოტა ხნის წინ მომხდარი ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა არ დაფიქსირებულა, ნათქვამია სინათლის გამანაწილებელი კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა“, — ნათქვამია განცხადებაში.

16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში საბაგიროზე ავარია მოხდა.

ავარია საბაგირო გზაზე გუდაურში - Sputnik საქართველო
სერგეენკო: გუდაურში დაშავებულთა შორის შვედეთის მოქალაქე ორსული ქალბატონია

„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გუდაურში საბაგირო „საძელეზე“ შეწყდა ელექტროენერგია, ვიზიტორების საევაკუაციო სამუშაოების დაწყებამდე საბაგირო გაურკვეველი მიზეზების გამო საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა. სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა, რამაც გამოიწვია ვიზიტორების დაშავება. დაშავებულია 10 ადამიანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში შემთხვევის ადგილზე საქართველოს პირველი-ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაემგზავრა.

გუდაურში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

ავარია საბაგიროზე გუდაურში - Sputnik საქართველო
რა მოხდა გუდაურში – ბოლო ინფორმაცია და ახალი ვიდეოკადრები

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაშავებულებს დახმარება გაუწიეს. დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაიყვანეს ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0