რა მოხდა გუდაურში – ბოლო ინფორმაცია და ახალი ვიდეოკადრები

© Sputnik / STRINGERავარია საბაგიროზე გუდაურში
ავარია საბაგიროზე გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაგიროზე ცოტა ხნის წინ მომხდარი ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გუდაურში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას „მთის კურორტების განვითარების კომპანა“ იღებს, განცხადება ამის შესახებ კომპანიამ გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ავარიის შემდეგ მალევე გააკეთა. 

პარასკევს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში საბაგიროზე ავარია მოხდა.

კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო „საძელეზე“ შეწყდა ელექტროენერგია, ვიზიტორების საევაკუაციო სამუშაოების დაწყებამდე საბაგირო გაურკვეველი მიზეზების გამო საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა. სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა, რამაც გამოიწვია ვიზიტორების დშავება. დაშავებულია 10 ადამიანი.

ავარია გუდაურის საბაგირო გზაზე - Sputnik საქართველო
გუდაურში საბაგირო გზა მწყობრიდან გამოვიდა, არიან დაშავებულები

„მიმდინარეობს გამოძიება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე. კომპანია მზად არის ანაზღაურდეს ყველა ხარჯი", — ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანია დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელს, კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე, გამოგზავნონ ექსპერტები გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

გუდაურში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0