სერგეენკო: გუდაურში დაშავებულთა შორის შვედეთის მოქალაქე ორსული ქალბატონია

© Sputnik / STRINGERავარია საბაგირო გზაზე გუდაურში
ავარია საბაგირო გზაზე გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გუდაურში საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, განუცხადა ტელეკომპანია „იმედს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის არიან შვედეთის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც, სავარაუდოდ, თბილისში გადმოიყვანენ.
ამ წუთის მდგომარეობით, 8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას. 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა.

ავარია საბაგიროზე გუდაურში - Sputnik საქართველო
რა მოხდა გუდაურში – ბოლო ინფორმაცია და ახალი ვიდეოკადრები

„საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევა და მძიმე დაზიანებები არ არის, არის ორი პაციენტი საყურადღებო — ერთი უკრაინის და ერთი შვედეთის მოქალაქეა. გუდაურში კარგად აღჭურვილი გადაუდებელი დახმარების კლინიკაა და იქ სრულ სტაბილიზაციას ახდენენ ამ პაციენტების. ასევე სატრანსპორტოდ უკვე პრაქტიკულად ჩასულები არიან რეანომობილები. მოხდება გადაფასება. ამ ორ პაცინეტს, სავარაუდოდ, გადმოვიყვანთ და დანარჩენებთან დაკავშირებით უკვე ადგილზე დამატებითი კვლევების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.

© video: Georgian BroadcasterШокирующие кадры с крушения канатки в Гудаури
Шокирующие кадры с крушения канатки в Гудаури - Sputnik საქართველო
Шокирующие кадры с крушения канатки в Гудаури

მინისტრის თქმით, ერთ პაციენტს აქვს ხელის ღია მოტეხილობა და თავზე ჭრილობა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, არ ყოფილა გონების დაკარგვა. მეორე პაციენტი კი არის ორსული ქალბატონი — შვედეთის მოქალაქე, მას აქვს ტკივილები წელის არეში მსუბუქიდან საშუალომდე ხარისხის. დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან, თქვა მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0