გუდაურში დაშავებული ოთხი ადამიანი თბილისის საავადმყოფოებში დილამდე დარჩება

© Sputnik / STRINGERავარია საბაგიროზე გუდაურში
ავარია საბაგიროზე გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს მთის კურორტების განვითარების კომპანია დაფარავს

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გუდაურში საბაგიროზე ოთხი დაშავებული თბილისის კლინიკებში დილამდე დარჩება, მათ შორის სამი მათგანი ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, შვედეთის მოქალაქე — ორსული ქალბატონი კი კლინიკა „მედი ქლაბში“, განაცხადა ტურისმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

სისტემური გაუმართაობის გამო, სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა. ბოლო მომაცემებით, გუდაურში მომხდარის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ტრაგედიაში ბრალდებულ პირებს უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება

„ოთხი ადამიანი დღეს გამოეწერება კლინიკიდან, მათ ოჯახებს ყველანაირ უზრუნველყოფას ვუკეთებთ, ეს ეხება სასტუმროში განთავსებას, ბილეთების გადაცვლას თუ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის. ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საიმიჯო რისკი, რაც ქვეყანას მიადგა, მაქსიმალურად აღმოვფხვრათ”, — განაცხადა ჩოგოვაძემ.

დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დაფარავს მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც საბაგიროს ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0