კვირიკაშვილი: ტრაგედიაში ბრალდებულ პირებს უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის იმიჯს, რომელიც სამთო კურორტების კუთხით არის მოპოვებული, ჩრდილი არ მიადგეს

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გუდაურში საბაგიროზე მომხდარ ავარიას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომლის განცხადებით, ტრაგედიაში დამნაშავე პირები უმკაცრესად დაისჯებიან, ნათქვამია მთავრობის მეთაურის Facebook-გვერდზე.

16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა და ავარია მოხდა, რის გამოც, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად იუწყებოდნენ 8 დაშავებულის შესახებ. ესენი არიან საქართველოს ერთი მოქალაქე, უკრაინის ორი მოქალაქე და შვედეთის ერთი მოქალაქე, ორსული ქალბატონი. მოგვიანებით სამედიცინო დახმარება კიდევ სამ ადამიანს დასჭირდა. დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.

Пострадавший во время ЧП в Гудаури - Sputnik საქართველო
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი ვერ გამოფრინდა

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის ინფორმირებულია გუდაურის საბაგიროზე ავარიის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მუდმივ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას დღეს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ყველა შესაბამისი უწყება პირველივე წუთებიდან მობილიზებულია დაშავებულთა დასახმარებლად. მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რამდენიმე ადამიანი ვერტმფრენით და რეანიმობილით გადმოყვანილია თბილისში და აქ გადის მკურნალობას“, — აცხადებს პრემიერი კვირიკაშვილი.

პრემიერის თქმით, გამოძიების შედეგად გამოვლენილ დამნაშავე პირებს უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„დაწყებულია გამოძიება. ასევე, უახლოეს დროში საქართველოში ჩამოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას, დადებს ობიექტურ დასკვნას და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირკაშვილის განცხადებით, დამსვენებლების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული და სამთო-სათხილამურო კურორტებით კუთხით  ქვეყნის იმიჯს ჩრდილი არ მიადგება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე აღნიშნავს, რომ გამოძიება არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს.

„ანალიზი გაკეთდება, თუმცა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას, მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმამდე დავიყვანოთ,“ — განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0