გერმანიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

© Pixabay / TechLineპოლიციის ეკიპაჟი
პოლიციის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები წინასწარ კარგად შემუშავებული სქემით მოქმედებდნენ.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. გერმანიის ქალაქ პადერბორნში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2 ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით. 

გერმანიის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გერმანია არალეგალი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულები წინასწარ კარგად შემუშავებული სქემით მუშაობდნენ – ორი მათგანი ადგილობრივ სუპერმარკეტში ქურდობდა, რომლის შემდეგაც ისინი ტერიტორიას ავტომობილით ტოვებდნენ, რომელშიც მათ მესამე ბრალდებული ელოდებოდა.

ბრალდებულები მორიგი ქურდობის ფაქტის დროს დააკავეს.

ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია, შვედეთი შეშფოთებას გამოთქვამენ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გამო, ასევე ევროპულ ქვეყნებში კრიმინალის ზრდით. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გააძლიერა და კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა.

ინიციატივის თანახმად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0