გერმანია არალეგალი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიის და ევროკავშირის დროშები
გერმანიის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავშესაფრის მთხოვნელთა მხრიდან პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შემოღებულია პირთა ახალი საიდენტიფიკაციო სისტემა თითის ანაბეჭდების მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. გერმანია მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობლად მატებამ გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდი შეშფოთება გამოიწვია. თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების ლობირებას გეგმავდა. რეგიონული მთავრობის უკმაყოფილება გამოწვეულია გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის გაზრდით, ასევე ქართველების მიერ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკის ზრდით.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველების დეპორტაცია: მომხრე და მოწინააღმდეგე

„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ამ თავისუფლებას იმისთვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს", – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. გერმანიის შსს-ს 2018 წლის იანვრის მონაცემებით, ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები მეშვიდე ადგილზე არიან. მხოლოდ 2018 წლის იანვარში გერმანიას თავშესაფრის თხოვნით მიმართა 632-მა ადამიანმა, ხოლო ერთი თვით ადრე — 672-მა. აქედან, თითქმის 100%-მა უარი მიიღო. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებშიც.

საელჩოს განცხადებით, გერმანია მზადაა საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობა გააღრმაოს, რათა შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენება შემცირდეს.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ქართველებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ გერმანიის ტერიტორია, სხვა შემთხვევაში მოხდება მათი დეპორტაცია. ასევე, თავშესაფრის მთხოვნელთა მხრიდან პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შემოღებულია პირთა ახალი საიდენტიფიკაციო სისტემა თითის ანაბეჭდების მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

ვარშავა - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მგზავრობისას საჭიროა გააჩნდეთ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.

უვიზო რეჟიმით ქვეყნის 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება.

ყველა ახალი ამბავი
0