თბილისი, 10 მარტი — Sputnik. გადაუღებელ წვიმას ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ტელეკომპანიის ცნობით, ქვინსლენდის შტატში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც რამდენიმე დასახლება დაიტბორა.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დატბორილი. დაიხურა ცენტრალური მაგისტრალები, შეწყდა სასწავლო პროცესიც.
მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში წვიმა მოსალოდნელი აღარ არის, თუმცა წყალდიდობის საფრთხე ისევ არსებობს.
ამ დროისთვის რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.