Wings for life world run საქართველოში: რეგისტრაცია დაიწყო

გამოწერა
საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველო წელს მეხუთედ შეუერთდება მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს INGS FOR LIFE WORLD RUN.

ქართული მარათონი სტარტს კახეთში 6 მაისს აიღებს.

მარათონში მონაწილეთა რეგისტრაცია ოფიციალურ გვერდზე მოხდება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისის 15:00 საათი.

მარათონის მონაწილე - Sputnik საქართველო
მარათონში „ჯანსაღი მომავლისთვის“ 200-მდე ადამიანმა ირბინა

საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ.

Wings for life world run მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გადის და 15–25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა" დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.

სასტარტო პუნქტი ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზეა. დასაწყისი 15:00 საათზე. მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ მარათონის ოფიციალურ საიტზე.

ყოველ მეხუთე კილომეტრზე განთავსებული იქნება წყლის, ენერგეტიკული სასმელებისა და ხილის პუნქტები. სტარტსა და მარათონის მთელ მარშრუტზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები. თუ მონაწილეს რაიმე სახის დაავადება ან ალერგია აქვს, წინასწარ უნდა აცნობოს მარათონის ორგანიზატორებს.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული — ქალი და მამაკაცი — ისინი, ვისაც სულ ბოლოს წამოეწევა „საფინიშო მანქანა". სწორედ მათ მიეცემათ WINGS FOR LIFE WORLD RUN 2019–ში მონაწილეობის უფლება პლანეტის ნებისმიერ წერტილში.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვილი თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

გასულ წელს საქართველოში

გიორგი შეკრელიძე - Sputnik საქართველო
WINGS FOR LIFE WORLD RUN საქართველოში: გაიმარჯვა გიორგი შეკრელიძემ
გამარჯვებული გახდა 37 წლის გიორგი შეყრელიძე, მან 35,43 კილომეტრი გაირბინა. ქალებს შორის ყველაზე სწრაფი 21 წლის ნინო მიქაძე აღმოჩნდა, რომელმაც 29 კილომეტრი გაირბინა.

რაც შეეხება მარათონში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათ შორის გამარჯვებული გახდა გიორგი თაყნიაშვილი. ინვალიდის ეტლით მან 8 კილომეტრის სიგრძის დისტანცია დაძლია. ქალთა ანალოგიურ კატეგორიაში გაიმარჯვა ირმა ზვერიაშვილმა (7,1 კმ).

ყველა ახალი ამბავი
0