WINGS FOR LIFE WORLD RUN საქართველოში: გაიმარჯვა გიორგი შეკრელიძემ

© FB / Wings for Life World Runგიორგი შეკრელიძე
გიორგი შეკრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მსოფლიოს 58 ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც WINGS FOR LIFE WORLD RUN მარათონი ჩატარდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მსოფლიო საქველმოქმედო მარათონში WINGS FOR LIFE WORLD RUN, რომელიც კახეთში მეოთხედ გაიმართა, 37 წლის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა — მან 35,43 კილომეტრი გაირბინა.

ქართული მარათონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რბენის ნაწილი, 7 მაისს გაიმართა. მსოფლიო გარბენში 110 ლოკაციაზე ერთდროულად 58 ქვეყანა მონაწილეობდა.

ამ მარათონში გამარჯვებით შეკრელიძემ WINGS FOR LIFE WORLD RUN 2018-ის რბენაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა პლანეტის ნებისმიერ წერტილში.

თბილისის მარათონის ერთ-ერთი მონაწილე - Sputnik საქართველო
საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია მარათონზე WINGS FOR LIFE WORLD RUN 2017

მეორე ადგილი საქართველოში გერმანელმა მარკო გრაიინცმა დაიკავა, რომელმაც 32,93 კილომეტრი გაირბინა, მესამე ადგილი — თამაზ თეთრუაშვილმა, მან 32,36 კილომეტრი ირბინა.

პრიზიორთა ხუთეულში ასევე არიან თემურ ნაზღაიძე (31,90 კმ) და დავით ჯუღაშვილი (31,89 კმ).

ყველაზე სწრაფი მარათონელი ქალი 21 წლის ნინო მიქაძე აღმოჩნდა, რომელმაც 29 კილომეტრი გაირბინა.

შშმ პირებს შორის გამარჯვებული გახდა გიორგი თაყნიაშვილი. ინვალიდის ეტლით მან 8 კილომეტრის სიგრძის დისტანცია დაძლია. ქალთა ანალოგიურ კატეგორიაში გაიმარჯვა ირმა ზვერიაშვილმა (7,1 კმ).

კახეთში ჩატარებულ მარათონში, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ნიგერიის, ქოქოსის კუნძულების და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა. სულ რბენაში მონაწილეობა მიიღო 5000 ადამიანმა.

დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა მარათონელმა ხარაზიშვილმა ფინიში პირველი ნახევრის შემადგენლობაში გადალახა

მსოფლიო საქველმოქმედო რბენის WINGS FOR LIFE WORLD RUN-ის უნიკალურობა იმაშია, რომ მას არ გააჩნია არც ფინიშის ხაზი, არც შეზღუდვა დროში. არსებობს მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა დაეწიოს სპეციალური "ფინიშ-მანქანა", რომელიც დისტანციაზე გამოდის სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთში და საათში 15-20 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვებული თანხა, ტრადიციულად, ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება. მიმდინარე წელს მარათონი WINGS FOR LIFE WORLD RUN საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის Check-in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.

გასულ წელს გარბენში WINGS FOR LIFE WORLD RUN საქართველოში 6 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მარათონის გამარჯვებულები გახდნენ ლივიუ კროიტორუ მოლდოვადან და რუსეთის მკვიდრი იანა ხმელევა.

ყველა ახალი ამბავი
0