ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება

© photo: Sputnik / Fuad Gasanovერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საგამოცდო ცენტრების სრული სია 5 მარტს გამოქვეყნდება.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები კვლავ გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განათლების სამინისტროს გადაყვეტილებას იმის თაობაზე, რომ წელს ფოთში, ხულოსა და ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ჩატარდეს და ადგილობრივმა აბიტურიენტებმა გამოცდები სხვა ქალაქებში ჩააბარონ, რეგიონში მასშტაბური აქციები მოჰყვა. 

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება.

აბიტურიენტები ფოთში  საგამოცდო ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
მაია მიმინოშვილი ფოთელ აბიტურიენტებს შეხვდა

„მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მინისტრთან შეთანხმებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი გუშინ შეხვდა.

„არანაირი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა გამართლებული იყოს ის, არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო იმ დროს, როცა ერთადერთი, რაზეც მათ უნდა იფიქრონ, მოემზადონ გამოცდებისთვის და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც პირველ რიგში აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები“, — განაცხადა მიმინოშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც.

აბიტურიენტები ფოთში  საგამოცდო ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
ფოთელი აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ

5 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საგამოცდო ცენტრების სრული სია გამოქვეყნდება. ასევე, მარტიდნ დაიწყება 2018 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაციაც.

იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

გამოცდები ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. აბიტურიენტები კითხვებს ელექტრონული სახით მიიღებენ, ხოლო პასუხებს წერილობით გასცემენ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ ეს სიახლე 2016 წელს დანერგა, რათა ტესტების ბუკლეტები საზღვარგარეთ არ დაბეჭდილიყო, რამდენადაც ეს მთავრობას ძვირი უჯდება.


ყველა ახალი ამბავი
0