მაია მიმინოშვილი ფოთელ აბიტურიენტებს შეხვდა

© photo: Sputnik / Jemal Ghambashidzeაბიტურიენტები ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ
აბიტურიენტები ფოთში  საგამოცდო ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ალბათობით, ფოთს საგამოცდო ცენტრი შეუნარჩუნდა - შესაძლოა, განათლების სამინისტრომ პოზიცია შეცვალოს

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი ფოთელ აბიტურიენტებს შეხვდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი ფოთიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაყვეტილებას, იმის თაობაზე, რომ წელს ფოთში, ხულოსა და ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ჩატარდეს და ადგილობრივმა აბიტურიენტებმა გამოცდები სხვა ქალაქებში ჩააბარონ, მასშტაბური აქციები მოჰყვა.

ფოთის საგამოცდო ცენტრში ყოველწლიურად 1 500-მდე აბიტურიენტი ირიცხება.
აბიტურიენტები ფოთში  საგამოცდო ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
ფოთელი აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ

როგორც მიმინოშვილმა ფოთის ნომერ მეორე საჯარო სკოლის დარბაზში აბიტურიენტებთან შეხვედრისას განაცხადა, დიდი ალბათობით, ფოთში საგამოცდო ცენტრი შენარჩუნდება.

„ჩვენ  ვფიქრობდით კონკრეტული საგამოცდო ცენტრების გაუქმებას და ამაში ლოგიკა არის, მაგრამ არ მეგონა თუ ეს ასეთ ემოციებს გამოიწვევდა აბიტურიენტებში. მაგალითად, სიღნაღში საგამოცდო ცენტრი გავაუქმეთ და არაფერი არ მოჰყოლია. არანაირი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა გამართლებული იყოს ის, არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო იმ დროს, როცა ერთადერთი, რაზეც მათ უნდა იფიქრონ, მოემზადონ გამოცდებისთვის და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც პირველ რიგში აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები“, — განაცხადა მიმინოშვილმა.

აბიტურიენტები მაია მიმინოშვილთან შეხვედრას დადებითად აფასებენ. მათი განცხადებით, ფოთს უნდა შეუნარჩუნდეს საგამოცდო ცენტრი.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
რატომ არ ტარდება ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები – მოსწავლეებმა აქცია გამართეს

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან წარმატებით დასრულდა. ქალბატონმა მაია მიმინოშვილმა პირობა მოგვცა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისეთ გადაწყვეტილება მიიღებს, რომელიც ჩვენთვის  მისაღები იქნება. ვნახოთ, აბიტურიენტებს იმედი გვაქვს, რომ ფოთში შენარჩუნდება საგამოცდო ცენტრი“, — განუცხადა “Sputnik-საქართველოს“ ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პედაგოგები.

2018 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად — მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.


ყველა ახალი ამბავი
0