ბორჯომში სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული

© Sputnik / Denis Aslanovპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზება, სავარაუდოდ, ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ბორჯომში, საკრებულოსა და მერიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ქალაქში სპეცრაზმელებისა და სამართალდამცავების მობილიზება, სავარაუდოდ, გუშინ ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას უკავშირდება.

საკრებულოს შენობაში ამ დროისთვის ბორჯომის საკრებულოს წევრების ნაწილი და მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ბორჯომის საკრებულოს შენობაში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, საკრებულოს წევრები "ლეიბორისტული პარტიიდან" და "ევროპული საქართველოდან", რასაც დეპუტატების მხრიდან პროტესტი და სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მინერალური წყლის წყარო ბორჟომის პარკში - Sputnik საქართველო
სკანდალი ბორჯომში - საკრებულოს წევრებმა ხელფასების გამო იჩხუბეს

გუშინ, 28 თებერვალს ხმაური საკრებულოში ხელფასების საკითხის განხილვას მოჰყვა, რომელსაც, მერიის თანამშრომელთა თქმით, უკვე მესამე თვეა ვერ იღებენ. საკრებულოს სხდომაზე დაწყებული მოვლენები მოგვიანებით დერეფანში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

18 იანვარს მერიამ გაზრდილი ხელფასების დამტკიცება მოითხოვა, რასაც საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ამის საპასუხოდ "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და ბოლო ოთხ სხდომაზე არ მისულან. კვორუმის არარსებობის გამო ეს სხდომები ჩაიშალა.

კენჭისყრაზე მეორედ დაყენებულ საკითხს მხარი დაუჭირა მხოლოდ „ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა, რომლებიც ოთხშაბათის სხდომას პირველად დაესწრნენ ბოიკოტის შემდეგ. რადგან მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო სია ვერ დამტკიცდა, ვნებათაღელვამ ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

ამის შემდეგ გვიან ღამით ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს. ისინი მუშაობას არ აპირებენ იქამდე, სანამ საკრებულო საშტატო ნუსხასა და გაზრდილ ხელფასებს არ დაამტკიცებს. საკრებულოს ოპოზიციური პარტიები კი ოქმის ხელმოწერას არ აპირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის საკრებულოში ჩხუბის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0